აივანზე დგახარ.
ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში.
ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო,
ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის
და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში.
სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი აქვს.
ნელა გიახლოვდები და უკნიდან გხვევ ხელებს, რადგან “გული ზურგიდან უფრო ახლოა”, ჰოდა მეც მანძილს ვიმოკლებ შენ გულამდე.
ტრიალდები, მიღიმი და შენ ხელებში მიქცევ.
ცხვირი შენს ყელზე მაქვს მობჯენილი და ჩუმად გელაპარაკები.
ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მოვპარეთ ერთმანეთს გრძნობები,
როგორ ვაფერადებთ და ვჭირდებით ერთმანეთს..
And I will try to fix you.. Always.
You will try to fix me..
მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს
და მანძილი გულამდე ნოლს უტოლდება.
სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი აქვს.
Read Next
“ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო, რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს, ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის, შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს. შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს.” კისერზე გადებ სუსტ მკლავებს.. …
There is no excerpt because this is a protected post.
ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. არც მაშინ, ბებო თოვლის ფანტელივით რომ ჩამადნა ხელში. მეგონა, ვერაფერი იქნებოდა იმაზე უარესი, შენს თითებში რომ უწყდება პულსი ადამიანს. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ვიცოდი, მაგრამ თურმე ადამიანი ვერასდროს იქნები მზად ასეთი რამისთვის. ამ დღეებმა სრულ ბურუსში ჩაიარა. იმდენად …
ვარ უზომოდ და უსაზღროდ და ხვანცალამდე ამაყი, რომ მე მეძღვნება ეს პოსტი!!! ანა, მიყვარხააარ ^_^ ეს..