ხომ ხდება ხოლმე, რომ
სულში გაგაზაფხულების იმედით ზიხარ ფინჯან ყავასთან ერთად და გეფიქრება.
გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული მისი დაკარგვის შიშიდან დაწყებული, მისი ნახვის პერსპექტივით გამოწვეული გულის აჩქარებით, მის ხელებში ჩამალული შენი ხელებით გაგრძელებული და მისი სურნელით სავსე დიდი ქურთუკით დამთავრებული, წვიმისგან რომ გიფარავდა… გეფიქრება და..
ახლა აღარ არსებობს არც მოლოდინი, არც შიში, არც შეხვედრები.
თითქოს შენ სამყაროში არსებობდა მხოლოდ და იქვე დარჩა.
***
ყავის მორიგი ყლუპი.
შენ ისევ ფიქრობ.
გუშინდელ დღეს უბრუნდები.
გუშინ ამ სამზარეულოში შენ და დედა ბლინებს აკეთებდით. გიხაროდათ, რომ დიახ, ყველაზე გემრიელი ბლინები გამოგივიდათ. ის უფრო მეტად გიხაროდათ, რომ ამ ბლინებს ერთად აკეთებდით.
დედას ყველაზე ლამაზი თვალები აქვს. ყვავილები, ვარსკვლავები უციმციმებს თვალებში თითქოს. ყველაზე კარგია, ყველაზე, ყველაზე.
მორიგი ყლუპი და ხვდები, რა სიამოვნებით იქნებოდი ისეთი შვილი როგორსაც ის იმსახურებს…
***
სიამოვნებით იტირებდი, რომ შეგეძლოს და ყველა ემოცია ერთად არ “გაგექრო”.
მალე დამთავრდება ყავა.
და გაგაზაფხულების იმედი? სადღაც დარჩება ალბათ, მაგრამ ხომ არ შეიმჩნევ.. შენ ხომ, შენ, შენ..
***
სად გააქრე. ასე კარგად სად გადამალე, რომ თავად ვეღარ პოულობ. შენივე თავი სად დაკარგე.
ყველა ემოცია, გრძნობა, მოგონება, ის, რაც ასე გაადამიანებდა… სად გააქრე.
გრძნობ, რომ თამაშით იღლები?
გეშინია მათი. ემოციების.
არ შემიძლია ასეთს გიყურო და მაინც ვერ გშველი.
***
დამთავრდა ყავა.
გაგაზაფხულების იმედი კი დარჩებოდა, ალბათ.
***
ხომ არ შევიმჩნევ.
Read Next
თოვს. ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად.. ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება. როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში. ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა. …
“არ მომეკარო”. ვამბობ და გიღიმი. და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს. ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს შენი სურნელის გარეშე დარჩენისთვის. როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს. როგორ კარგავს შენ ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება. როგორ …
ალბათ გგონიათ, რომ ბავშობის მოგონებები შემომაწვა და თითქმის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟზე, დიდთვალება და ლამაზდრუნჩიან ბემბიზე ვწერ. გარკვეულწილად ასეცაა, ბემბის დიდი, ლამაზი თვალები და ულამაზესი ცხვირ-პირი აქვს. და საერთოდ ულამაზესი გოგოა. დიახ, მე ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარ ბემბიზე ვწერ. და ჰო, …
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …