მოდი, დამალობანა ვითამაშოთ…
შენ თვალები დახუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს…
მოდი, დამალობანა ვითამაშოთ…
მე თვალებს დავხუჭავ, შენ – მაკოცე..
მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვამჩნევენ და არ შეგვარჩენენ სიყვარულს, იცოდე…
მოდი, თვალები დახუჭე, მე – ყვავილების გვირგვინს დაგადგამ თავზე..
მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვნიშნავენ და სულს მოგვიკლავენ..
მე მეშინია .. შენ ??
არ მოკვდე .. იცოცხლე .. ხომ ხედავ, შენით ვცოცხლობ ..
წამოდი დავიმალოთ ..
დავიმალოთ, სანამ შეგვამჩნიეს ..
სანამ მათმა სიძულვილმა ჩვენამდეც მოაღწია ..
მოდი, ერთმანეთი გვიყვარდეს ..
ოღონდ მალულად ..
ჩუმად , თორემ ამათ ხომ იცნობ ..
სიყვარულს მოგვპარავენ .. სულს მოგვიკლავენ .. სიტყვებს თქმამდე გაგვიქრობენ ბაგეებიდან ..
ესა მესა გადის ესა..
დაიხუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს…
Read Next
“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.. მაგრამ კონფლიქტების დროს, იქნება ეს ქუჩაში უბედური შემთხვევა თუ ომის გამოცხადება, სხვადასხვა სიბრტყეების გადაკვეთა ხდება ხოლმე და ადამიანიმ რომელიც შეიძლება იყოს გამორჩეული პიროვნება სანსკრიტის, ანდა კვანტური …
ის უცნაური მომენტი, ძველ რაღაცეებს რომ იხსენებ და თან ცრემლებს ვერ იჩერებ, ღაპაღუპით მოგდის და თან გეცინება.. რა კარგი იყო და რა კოშმარად იქცა ყველაფერი ბოლოს. რატომ ვერ ხვდებიან ადამიანები თავიანთი უბრალო ქმედებით რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენონ სხვას? უზომოდ რომ …
– თამ, მოდი, აქ ამოდი და აქედან გადაიხედე. კლდის ერთ მხარეს სასაფლაოა, მეორე მხარეს ტყით შეფენილი ხრამი. ტყე ძალიან ლამაზია. სულ, სულ სხვანაირად ლამაზი, მშვიდი. კლდის თავზე რომ დგახარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ღრუბლებში ხარ. – რა ლამაზია! – აღტაცებას …
აკორდები. ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის. ეს არაა სიმშვიდე. ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე. როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას. ლაბირინთი. გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს. გასვლა …