22 წლის წინ, ამ დღეს, ალბათ 19 წლის დედაჩემს პირველად აუჩქარდა გული სხვანაირად, როცა გაიაზრა, რომ ცხოვრებაში პირველად თვითონ იყო დედა და სულ რაღაც ორ თვეში მოევლინებოდა ქვეყანას არსება, რომელიც იმჟამად მასში იმყოფებოდა, ის – ვისაც უყოფდა ჰაერს და საკვებს.
ამ დღის მერე 22 წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა.
თუნდაც ის, რომ 22 წლის წინ მხოლოდ დედის თვალებით ვუყურებდი სამყაროს, მერე და მერე გაჩნდა საკუთარი აზრი, მე – იდენტობა, ყველაფრის ჩემებური აღქმა და დედის თვალებიდან ჩემი მზერის არეალში მოექცა ყველაფერი.
ალბათ ბევრად უკეთესი ვიქნებოდი ისეთი რომ ვიყო, როგორიც დედაჩემია.
ვიცი, რომ ყველა შვილს თავის დედა გონია საუკეთესო, მაგრამ არამარტო მე აღვნიშნავ რომ დედაჩემი მართლა საუკეთესოა.
ის ერთ-ერთია იმ მცირე ადამიანთაგან, რომელიც ჩემი აზრით ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. სამწუხაროა, რომ მე არ ვარ საუკეთესო შვილი და ალბათ არც ისეთი საამაყო, როგორიც მისი შვილი უნდა იყოს. ხშირად ვიქცევი სულელურად, ალბათ გულსაც ხშირად ვტკენ და უმეტეს შემთხვევაში არც ვიმჩნევ როგორ ვნანობ, მაგრამ ნამდვილად ვეცდები ვიყო ცოტათი უფრო უკეთესი მაინც და იმაზე მეტად საამაყო – ვიდრე ახლა ვარ.
ჩემებურად – მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარხარ ამქვეყნად, ჩემებურად – მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ ყველა წყენას რაც ოდესმე ჩემგან გახსოვს (დღევანდელსაც, რა თქმა უნდა).
და ბოლოს, ჩემებურად, მაგრამ მაინც ვეცდები რაღაცეებს მაინც შევხედო ხოლმე შენი თვალებით, როგორც 22 წლის წინ, ეს ხომ ცოტათი მაინც მაქცევს იმაზე უკეთეს ადამიანად, ვიდრე ვარ.
Read Next
“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”. ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა. თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის. …
მე შენს წინ ვდგავარ. ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება.. დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული …

ერთი, ორი, სამი. ერთი, ორი, სამი. თანაბრად ვსუნთქავ და ჯერ კიდევ უადამიანო, ფეხდაუკარებელ თოვლს მივუყვები. შინაგანად ვხვდები, რომ არც მე …
არ ვაპირებდი ამ ფაქტზე დაწერას, მაგრამ ძალიან, ძალიან ვარ გაბრაზებული. ყველაზე და ყველაფერზე, ქვეყანაზე, მთავრობაზე, სამღვდელოებაზე, ჩემ თავზე.. მრცხვენია. მრცხვენია ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების და მხოლოდ სუფრაზე გაზიარებული ქართველობის. მრცხვენია იმ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც ყველა სუფრაზე სიყვარულის და ერთად დგომის …