ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები,
როცა როგორც არ უნდა ეცადო არფერი გამოგდის..
ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება..
გინდა იტირო, მაგრამ ცრემლი არ მოგდის, შესაბამისად დაგროვილი ემოციისგანაც ვერ თავისუფლდები
და აღარ იცი რა ქნა..
როგორმე უნდა გამოხატო ემოცია, თორემ დაგახრჩობს მალე..
თავს დაკარგულად გრძნობ.. არ ეკუთვნი არავის და არაფერს, ამ სამყაროს, შენ სახლს, მშობლებს, მეგობრებს.. არავის..
ყველაზე ცუდი – შენ თავსაც არ ეკუთვნი..
არ ენდობი..
არ იცი, რას გააკეთებ..
რას დაუშავებ სხვას, ან შენ თავს..
ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, თითქოს უამრავ პატარა ნაწილად ვარ დაშლილი და ეს ნაწილები
კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად იშლება და იფანტება..
ჰაერს შევერევი..
გაივლის..
ალბათ გაივლის..
ესეც გაივლის..
წვიმს. ამინდიც ისეთი ცივი და არეულია, როგორც ჩემი ფიქრები ახლა. უკვე 2 კვირაა ოქტომბერმა თავის მელოდიის დაკვრა დაიწყო და… ვსუნთქავ. ჩვენი ტბის პირას ვზივარ. ტანსაცმელი სულ დამისველდა, მაგრამ თითქოს ესეც სულ ერთია ახლა. როგორ ველოდი ყვითელი ფოთლების თოვას, ნაცრისფერ შეპარულ …
თაფლის, ლიმონის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და შენი სურნელით გაჯერებულ ჰაერს ვსუნთქავ მას მერე, რაც ოქტომბერი დაიწყო. წელიწადის მესამე დროა უკვე შენი სურნელი მომყვება. წინ ცივი, ვრცელი ზამთარია, ერთმანეთის არსებობამ რომ უნდა გადაგვატანინოს. იარსებე, რა.. სულ იარსებე. ძნელია გიყვარდეს, ძნელია ამხელა სიყვარულის …
გუშინაც მთელი ღამე წვიმდა… იჯდა და უყურებდა ბუნების გლოვას… უსმენდა წვიმის ხმას… თითქოს ცა თავზე ჩამოექცაო.. ისეთი გრძნობა ჰქონდა… ნელ-ნელა ახსენდებოდა წარსული… იღვიძებდნენ მიძინებული მოგონებები და თითქოს უფრო და უფრო ებზარებოდა ისედაც მსხვრევამდე მისული სული… ორად-ორი წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა გაფითრებულ …