დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე.
ძლიერად წვიმს.
ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და
ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ.
გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ.
გარეთ კი ისევ ქუხს.
სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის რაფაზე.
წინა დღეს დაწყებულ და ვერგაგრძელებულ ცისარტყელას ვუყურებ, ფანჯრის მინაზე დახატულს.
ვუყურებ და ვფიქრობ. “იქნებ შემეძლო, იქნებ… შეგვეძლო”.
ვერ გავაგრძელეთ ცისარტყელა. ვერ დავასრულეთ.. ფერები დავაკელით.
ვიცი, რომ ჩემ უკან ზიხარ სავარძელში და მიყურებ.
მინდა მოხვიდე, ხელი მომხვიო და მითხრა, რომ მიუხედავად ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავისა, მაინც მოგწონვარ.
მე მეღიმება.
მალე ხომ მზე უნდა გამოვიდეს.
მალე ხომ გაგაზაფხულება უნდა ვისუნთქოთ…
Read Next
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …
ნაწვიმარ ქუჩებში ბოდიალი შენთან ერთად. სიცივე, ქარი, ჩამოცვენილი ფოთლები და ჩვენ. ყვითელი ფოთლების ხალიჩაზე ცეკვა. მინდვრის ფოთლები ჩემს დაშლილ თმაში და შენი ხელი ჩემს ხელზე. ჩემი ხელი შენს გულზე. შენი გულისცემის შეგრძნება. სიჩუმე. ვიყურებით ცაში. ცა ნაცრისფერ/ცისფერ/ვარდისფერია. ცის ფონზე ხის …
აივანზე დგახარ. ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში. ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში. სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე V ვწევარ არაფრის კეთების სურვილით შეპყრობილი და ბედნიერი. თუმცა მე რისი მე ვარ, ეს ბედნიერება რამით რომ …