ჩემი მეგობარია..
არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია..
საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და
სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით.
ზაფხულში გავიცანი.
ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
ვაკეში გველი ვნახეთ.
ისე შეგვეშინდა ერთი სიკვდილი გავათავეთ.
მახსოვს შოკში იყო. ლამის მოკვდა (მარი) :დ
დღეს კარგად გვახსენდება, მაშინ შიშისგან ვკანკალებდით.
მას მერე ერთად ვართ ყოველდღე.. ერთმანეთის გარეშე არც განვიხილებით.
სადაცაა თათო, იქაა მარი და პირიქით…
არ ვიცი, ალბათ ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს ვუსურვებდი ასეთი მეგობრის ყოლას.
თავისი იუმორის წყალობით ყველა სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს.
მეც სიცოცხლით მავსებს..
ძალიან საყვარელია…
არ ვიცი, ვეღარც წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.
არასოდეს არავისთვის მითქვამს რომ ასე მიყვარს..
არც მისთვის, ზოგადად არ გვახასიათებს “სიყვარულის ახსნა” ერთმანეთისთვის.
ისედაც ვიცით რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ გვინდა..
მე მინდა სულ სულ სულ ერთად ვიყოთ, აი სულ სულ.
მარი, მაგარი ნაბოქოდონოსორი ხარ !! (ც) ილია.
მაგრამ ზუსტად მაგიტომ მევასები ჰო იცი ^.^
ის ცხოვრებას უნგრევს ადამიანებს, მე გულებს ვუმსხვრევ და საერთო ჯამში საოცარი წყვილი გამოდის. :დ
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.
ისე, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი სიმართლის ნაპერწკალი რომ არ ერიოს xD
მარო მარო <3
ჩემიგოგო ^.^
ჰომდა ასე, ამდენი რატომ ვილაპარაკე…
იმიტომ, რომ უცებ ძალიან მომინდა ყველასთვის მეთქვა,
რომ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო მეგობარი – მე მარი მყავს ^.^
<3
და მიყვარს :yes:
Read Next
ვცხოვრობთ თითქოსდა აზრიანად და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ არც არასოდეს გვიცხოვრია. ჩვენი ყოველი დღე გუშინდელს გავდა, ხვალინდელი კი დღევანდელს დაემსგავსება.. რატომ ვცდილობთ დავემგავსოთ ერთმანეთს სამყაროში, სადაც ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი? ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური… ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს სრულიად …
… მატარებლის გუგუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს… გარშემო ყველა ჩუმად იყო, ხმას რატომღაც არავინ იღებდა, ალბათ ისინიც ჩემ მსგავსად განვლილ დღეებზე ფიქრობდნენ… ყველა სახლში ბრუნდებოდა… ვინ იცის ვინ როგორ გაატარა ეს დრო, მაგრამ ყველა …
დღეს რომ ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყოს, აუცილებლად მოვიდოდი შენთან… მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ… რომ ყოველთვის მიყვარდი… ბოდიშს მოგიხდიდი, აქამდე რომ არ ვთქვი… რომ არ მოვედი… ვეცდებოდი დაწვრილებით მომეყოლა რას ვგრძნობდი… ულამაზეს, გამორჩეულ სიტყვებს დაგიტოვებდი… იმხელა …
2015. თავი 12. გვერდი 365. ჩვეულებრივი, უთოვლო დილა, თოვლის მოლოდინით. განწყობა – ჩვეულებრივი. სამზადისი, როგორც ყოველ წელს ამ დროს. ღამის გეგმები, სახელად “მაგრად ვერთობით, დილამდე!” იმედები, სახელად “ამ წელს ყველაფერი კარგად იქნება.” და ა.შ, და ა.შ… ჭიქა ყავით აივანთან მოკალათებული …