წვიმს.
ჩვენი ამინდია.
მთელი დღეა სახლში ვარ. როგორ მომნატრებია სახლში ყოფნა, თურმე.
ის თეთრი სვიტრი მაცვია შენ რომ მოგწონდა. თბილი, ფერადი წინდები და ჭიქა მწვანე ჩაი – გვერდით, სულ რომ ვცდილობდი ძალით დამელევინებინა შენთვის და მაინც ვერ შეგაყვარე.
***
“მე” თანდათან ეჩვევა უ”შენ”ობას. ისევ ისეთია. მხიარული, ზოგჯერ ლამაზიც.
“შენ”ის სურნელიც ისევ “მე”სთანაა.
დრო, დრო..
“მე” ს რეპეტიციები დაეწყო. უხარია. ახალი ტელეფონიც შეიძინა. ვარცხნილობა შეიცვალა. ერთი სიტყვით, სიახლეებს ეძებს.
როგორც შეგპირდა, ერთი წუთით არ შეუშლია ხელი მომხდარს მის საქმეში. იმედი აქვს, რომ შენც ასე ხარ.
***
რა არის მონატრება?
***
– მოდი დავიკარგოთ.
– დრო აგვცდა.
– თუ ჩვენ ავცდით?
– დროს?
– ერთმანეთს.
***
ხვალ თოვლია გამოცხადებული. დღეს მთელი დღე წვიმს. მე 2 ჭიქა რძიანი ყავა დავლიე. შერლოკს ვუყურე, დოჩანაშვილის მოთხრობები წავიკითხე და ახლა ჩაის ვსვამ. და ჰო, ვწერ.
თუ გწერ?
ორივე.
შენ რას შვრები?
***
“მოდი დავიკარგოთ”
მითხარი და დროც…
***
“მე” ს მაინც არ ტოვებს შეგრძნება, რომ…
***
ჩაი დამთავრდა. კიდევ დავისხამ.
იცი, გუშინ მარიტა ვნახე. ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ, სურათები გადავიღეთ, კარგი იყო ♥
***
… რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვით.
***
ხვალ ითოვებს.
Read Next
“და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.” ბევრჯერ გამღვიძებია ღამით სიზმრით შეშინებულს. დამსიზმრებია, რომ დავშორდით, ან რამე დაგემართა, ერთი სიტყვით უშენობა – ყველაზე დიდი კოშმარი იყო. ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. მერე გირეკავდი – ხშირად ატირებული, …
ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, …
30 წუთი. გაუნძრევლად ვწევარ და ჭერზე არსებულ ლაქას მივჩერებივარ. 28 წელი… ვცდილობ მივხვდე, რამდენად ბევრი, ან ცოტა იყო ჩემ შემთხვევაში. ალბათ, არც ისე ცოტა, რომ საშინლად არ დავღლილიყავი და არც ისე ბევრი, რომ ბოლო მომენტში სინანული არ მეგრძნო. 25 წუთი. ჭერზე არსებული ლაქა …
30 იანვარი. მობილურის ზარმა გამაღვიძა.. გადავწყვიტე ვინც არ უნდა ყოფილიყო მეგინებინა, ასე უსინდისოდ რომ მაღვიძებდა დილის 8 საათზე!!! შოთა იყო.. გინება გადავიფიქრე, ისე მენატრებოდა <3 40 წუთში ილიასთან იყავიო.. წარმოდგენა არ მქონდა გამოცდამდე ორი საათით ადრე რა მინდოდა ილიასთან, მაგრამ …