მოვბეზრდით მთვარესაც, სულში ჩამოთოვა.
მოვბეზრდით ყველაფერს.
მოვბეზრდით ცისარტყელას, ალბათ ჩვენც მოგვბეზრდა გამუდმებული მცდელობა მისი დახატვისა. მზემ მიგვატოვა, ფერებს ვერ ვარჩევთ.
დაგვტოვა ღამემ, სიზმრებმა, ფიქრებს აღარ აქვთ შენი სუნი და გემო.
აღარც აზრები ეხვევა სიგარეტის კვამლში, არც ჭიქა ჩაის ვუზიარებთ ჩვენ არსებობას.
წვიმას აღარ მოაქვს იასამნების სურნელი ჩემამდე.
ჩვენ ასაფრენად მზადმყოფ ჩიტებს ვგავდით, რომლებისთვისაც ეს ცა მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა.
ჩვენ ვერ გავფრინდით, ვერ გავცდით საზღვრებს და დავრჩით “მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად,
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით”.
სიმარტოვე გვაცინებს.
დაღლილობას ვეჩვევით.
ვნებდებით საკუთარ სისუსტეებს და ვხვდებით, მთვარესაც მოვბეზრდით.
Read Next
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები. შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება. იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის. იმ წუთას ხომ …
მერამდენედ ემალები შენ თავს? ოჰო, გამოჩნდი 🙂 მე სულ შენთან ვარ. რაღაც ვერ გხედავ – ხოლმე. ეგ შენ ვერ მხედავ. მაინც და მაინც ისეთ მომენტებში რატომ ჩნდები, როცა ყველაზე მეტად არ მსურს კრიტიკის მოსმენა? შენ გეშინია შენი თავის 🙂 ეუ… …
ბავშობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის… სიბნელეში ხომ ყველაფერი სხვანაირია, დღისით თუ ყველა ფიგურას თავის სახელი აქვს, ღამით რაღაც გასაოცარ ფორმას იძენს, რაღაც ჯადოსნურს, ავისმომასწავებელს… ალბათ ყველა ბავშვისთვის ნაცნობია ეს …
21 სექტემბერი. ” – ჰეეი, როგორ ხარ? – შოთა არ ვარ. ” 13 ოქტომბერი. ” – როგორ ხარ? – კარგად, შენ? ^_^ – რავი რა, დამეწყო სწავლა და ვნათლდები :დ – ოჰო , ნუ თუ ნათლდები :დ * * * …