“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ.
ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს.
წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, ოღონდ ერთი ფერიც რომ არ აკლდეს, ისეთი.
ავიღოთ ფანქრები და ცხოვრება გავაფერადოთ.
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ…
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ…
მე სიამოვნებით გამოგიცხობ ვაშლის ნამცხვარს და გულაჩქარებული დაველოდები, როდის გასინჯავ და მეტყვი, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ნამცხვარია.
მე კი გამეღიმება და ლოყაზე გაკოცებ.
მოდი, ჟირაფებზე ვისაუბროთ.
ვისაუბროთ ათას სისულელეზე, ოღონდ გავთბეთ, ოღონდ არ გვტკიოდეს, მოდი, ვიცინოთ.
მოდი ერთი დღე არ შეგვეშინდეს ემოციების, ერთი დღე ვიგრძნოთ, ვაღიაროთ, სიამაყეს ვძლიოთ, დრო ისევ დაგვიცდის სცენაზე,
დრო გაჩერდება, მას ხომ ჩვენ ვმართავთ.
ნახე, ცისარტყელაა ცაზე.
მე კი ნამცხვარი გამოვაცხვე.
ახლა სიჩუმეს ჩავრთავ და..
მოდი, ვუსმინოთ.
Read Next
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა და მონსტრობანას ვთამაშობდით, (და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში), მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი, აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის. ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე …
არ ვაპირებდი ამ ფაქტზე დაწერას, მაგრამ ძალიან, ძალიან ვარ გაბრაზებული. ყველაზე და ყველაფერზე, ქვეყანაზე, მთავრობაზე, სამღვდელოებაზე, ჩემ თავზე.. მრცხვენია. მრცხვენია ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების და მხოლოდ სუფრაზე გაზიარებული ქართველობის. მრცხვენია იმ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც ყველა სუფრაზე სიყვარულის და ერთად დგომის …
ღამეა. ძლიერი ქარია გარეთ. ისეთი ქარი, რომ ხვალ გარეთ გასვლის მეშინია.. მეშინია არ წამიღოს ქარმა.. თუმცა ფრენა ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი ბოლოს სადმე გადავიჩეხები. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავადაც გამაფრენს ქარი, მე ხომ წონა არასოდეს მყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად. ჰოო.. შემოგვაღამდა.. ძააალიან ძალიან …
ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი… გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება. ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება. გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება. მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება. მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ. გვიმრის გასრესილი …