ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს?
მე ვიყავი.
ერთი ეგ იყო, საკმარისად ახლოს მაინც ვერ აღმოვჩნდი და ახლაც 21 ნომერი ავტობუსიდან ვწერ ამ პოსტს.
არადა 2 დღის წინ ჯერ ისევ ვარსკვლავებთან ვიყავი.
ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა ცაზე ვარსკვლავები. “ისე ბრწყინავდნენ და ისე შორეულად”..
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ შეუძლებელია მეც მქონდეს პატარა უფლისწულის მსგავსი ასტეროიდი – მეთქი, ჩემთვის ხომ ყველა ვარსკვლავი იცინოდა იმ წამს.
მერე..
მერე გამახსენდა როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ როგორც კი ამაზე დავიწყე ფიქრი, შევამჩნიე როგორ ჩაქვრა ნელ-ნელა ყველა მათგანი.
ანიმ მითხრა, ძალიან უცნაურები ვართო, ერთმანეთს ტანსაცმელივით ვირგებთო. მერე თუ არ მოგვეწონა ვიხდით, სხვას ვარჩევთ და ასე გრძელდება მუდამო.
მე და შენ იდეალურად მოვერგეთ ერთმანეთს, ლამაზი მთლიანობა შევქმენით, მაგრამ მაინც გაცვდა ეს ყველაფერი და ახლაც მგონია, რომ შიშველი დავდივარ.
უამრავი სამოსია ირგვლივ, მე კი მხოლოდ “უერთმანეთოდ კარგად ვართ” ნიღბის მორგება შევძელი წარმატებით.
ვერ ვგუობ სხვა სამოსს, სხვა შეხებას.
იცი, იქ, მთაში, ჩვენი ოცნების ქოხი ვიპოვე. პატარა, ხის. ორი საწოლით, ერთი მაგიდით და ბუხრით.
ვათვალიერებდი სახლის ყოველ სანტიმეტრს და თითქოს იმ ფისოს და ძაღლსაც კი ვხედავდი ჩვენ რომ უნდა გვყოლოდა.
უცნაურას ვგრძნობ ამ წამს თავს.
ამ გახდილ სამოსს გაყიდული სიყვარულის სურნელიც დაყვება თითქოს და აუტანელ, ჩახუთულ, სევდისფერ რეალობას ქმნის.
დავდივარ და ვფიქრობ.
ვინ მოგვძებნის მაშინ, როცა რძისფერი ნისლი ჩამოწვება ტყეში და გზას ვეღარ გავაგნებთ?
უცნაურია, მე გადავრჩი უშენოდ, შენც ასევე, მაგრამ მაინც კომას გავს ეს ყველაფერი.
როდის გავიღვიძებთ?
Read Next
ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველი შეხვედრა ერთმანეთზე უკეთესია. ყოველ შეხვედრაზე უფრო მეტად ვხვდებით, რომ ერთად კარგად ვართ. ეს სიახლოვე საშიშია. მე მესმის, შენც გესმის. ეს ყველაფერი, იქნება ეს სიგარეტის ერთად მოწევა, ვარსკვლავების ყურება, ლუდის …
ჩვენ ვიქნებთ სულ. იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს აი ასე შენს ზურგზე შემოსკუპება პატარა მაიმუნივით და ეშმაკურად სიცილი. ჩვენ ვიქნებით სულ. იმიტომ, რომ შენთან მუდამ ბედნიერებით ვივსები და ეს ყველაფერზე აისახება. გამოხედვაზე, ღიმილზე, სიარულის მანერაზე, მიმიკებზე… ჰო. ჩვენ ვიქნებით სულ, …
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, სკოლებში დღემდე ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიან ალგებრის ნაცვლად. მე+შენ = უსასრულობას. იქ ერთმანეთის თვალებში მოგზაურობას, ერთმანეთით ცხოვრებას ასწავლიდნენ მხოლოდ. ყოველი ჩვენი ქმედების შედეგად რეალობა იყოფაო – თქვეს ერთხელ. როგორ გგონია, რა იქნებოდა ალტერნატიულ რეალობაში? …
ალბათ მკითხველს ახსოვს Love Story მე+შენ ♥ ^.^ რეალური ისტორია, რომელიც ჩემი ცხოვრების ულამაზეს მონაკვეთს ასახავდა.. მაშინ, ამას რომ ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შევიცვლებოდი პიროვნულად. მაგრამ გადის დრო და უფრო და უფრო მეტ ცვლილებებს ვამჩნევ ჩემ პიროვნებაში.. ცხოვრებაში..