მოგონებების შემნახველი კადრები და…
ჰო, ისევ.
როგორ ფიქრობ, მოგონება მტერია?
ხშირ შემთხვევაში გვტკენს, მაგრამ თან ისეთი შორეული სითბოთი გვავსებს..
საერთოდ საჭიროა?
მე მგონია, რომ კი.
აბა, წარმოიდგინე.
რომ არა ჩვენი პინკინები ბუნებაში,
ტერასაზე გათენებული ღამეები,
“სულები” სხვენში,
დანთებული კოცონის გარშემო ჯდომა და ის გამყინავი შიში,
“საშიში ისტორიების” მოყოლისას რომ ჩნდება, როცა ღამეა.. და როცა მხოლოდ ცეცხლის ალი ანათებს
მცირე პერიმეტრს..
აბა, დაფიქრდი.
რომ არა ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილი და სიმინდი…
სუნი მომივიდა :))
რომ არა ის მომენტები, როცა მზეს ერთად ვესალმებოდით,
დაუსრულებელი სიარული თოვლში,
ეს ყველაფერი რომ არა..
ჩვენ – ჩვენ ვიქნებოდით?
მე ალბათ არ ვიქნებოდი მე, იმიტომ, რომ
ესაა ის ყველაფერი, რაც ასე მაადამიანებს.
ჰო… იყო დრო, როცა “ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა…”
მენატრება. საშინლად მენატრება ის, რაც დროსთან ერთად წავიდა და უბრალოდ აღარ დაბრუნდება უკან.
შეიძლება უკეთესი მომენტებიც იყოს, მაგრამ ეს ხომ ის აღარ იქნება, რაც იყო.
ის ემოცია, რაც მაშინ გვქონდა თვალებში, ხმაში.
ახლაც ჩავიწნი ყვავილებს თმაში და ახლაც ვიტყვი,
რომ ამ წამს მე ვფლობ სამყაროს, იმიტომ, რომ
შენ ხარ ჩემ გვერდით, იმიტომ, რომ ახლა, ერთად მივუყვებით ტყის ვიწრო ბილიკს
და კიდევ იმიტომ, რომ გრძელ
თმას ტყის პაწაწინა, თეთრი ყვავილები მიმშვენებს..
უბრალოდ ახლა ჩემი თმა ისეთი გრძელი აღარაა და ვერც ემოცია იქნება შესაბამისი..
ჩვენ ნამდვილად გვქონდა უსაზღვროდ სადა, მზით გამთბარი თვალები და
ზოგჯერ ნამდვილად ვყვინთავდით ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში, კი.
“მე მგონი ყოველივე, რაც სჭირდებოდა,უკანასკნელ ბალახამდე თუ ყვავილამდე, თავის არსებაში ჰყავდა შეყუჟული” – კი, ასე იყო.
ეს მჭირდებოდა, ეს გვჭირდებოდა მხოლოდ.
რამდენი მიფიქრია კითხვაზე – “რატომ?”…
რატომ, ან სად დავკარგეთ ჩვენ – ჩვენი არსებები?
Read Next
ალბათ გგონიათ, რომ ბავშობის მოგონებები შემომაწვა და თითქმის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟზე, დიდთვალება და ლამაზდრუნჩიან ბემბიზე ვწერ. გარკვეულწილად ასეცაა, ბემბის დიდი, ლამაზი თვალები და ულამაზესი ცხვირ-პირი აქვს. და საერთოდ ულამაზესი გოგოა. დიახ, მე ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარ ბემბიზე ვწერ. და ჰო, …
გადის დღეები, საათები, გადის წუთები, გადის წამები და… მენატრები… იცი? მიყვარხარ… მჭირდები, იცი? იცი, მინდა რომ შენ გეკუთვნოდე, მინდა მიყვარდე, შენზე ვფიქრობდე, შენთვის ვცოცხლობდე… რომ შენი ვიყო… მინდა სულ ვგრძნობდე მე შენს შეხებას, მინდა მათრობდეს შენი სურნელი. იცი, მჭირდები, მიყვარხარ …
მე მომწონს ის, რომ შენ არ გიყვარვარ… არც მე მიყვარხარ და ესეც მხიბლავს… რატომ? არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.. სიყვარული ხომ საოცრად მასუსტებს.. და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას… ჰო, მინდა მყარად …
ჰო. ლამაზი ვიყავი დღეს. ალბათ. კიარა და ალბათ დღეს უფრო ლამაზი ვიდრე სხვა დროს. დავიმსახურე ყველას ყურადღება. სხვა დროს თუ მახალისებდა, დღეს გამაღიზიანა. სიამოვნებით დავთხრიდი თვალებს და ჩამოვაფხეკდი იმ უაზრო ღიმილს სიფათებიდან. ჰო. ნწ. არვიღებ ხმას. ეგოისტურად გამოვა. გამოვა რა, …