რა უცნაურია, რომ დაკარგვა ხდება აუცილებელი იმისთვის, რომ არსებული დააფასო. რომ ვერავინ ხედავს რას აკეთებ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ. ვერავინ ხვდება შენ მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში, სანამ ხარ.
რატომღაც ფიქრობენ, რომ ასეც უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ სულ იქნები.
არ ვიცი, ალბათ სამწუხაროა, დასანანი, გულდასაწყვეტი და ა.შ და ა.შ.
თუმცა მე მხოლოდ მეუცნაურება.
აი, ასე. ვზივარ და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.
Read Next
სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში. ტუჩებს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო ალბათ, მის თმას ისევ მოთიბული ბალახის სუნი ჰქონდა, გარეთ კი მაშინდელივით კოკისპირულად წვიმდა, პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს. ბავშობიდან იცოდა, რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ სახლებს …
სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს, შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები, ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია, თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები.. ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი.. შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი, ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ… მაინც შენით ვსუნთქავ, …
2015. თავი 12. გვერდი 365. ჩვეულებრივი, უთოვლო დილა, თოვლის მოლოდინით. განწყობა – ჩვეულებრივი. სამზადისი, როგორც ყოველ წელს ამ დროს. ღამის გეგმები, სახელად “მაგრად ვერთობით, დილამდე!” იმედები, სახელად “ამ წელს ყველაფერი კარგად იქნება.” და ა.შ, და ა.შ… ჭიქა ყავით აივანთან მოკალათებული …
რატომ აკეთებ ამას? სხვა გზას ვერ ვხედავ… და ეს გზა აირჩიე? ვერ ხედავ? ვხედავ… სისულელეს რომ აკეთებ მაგდენს თუ ხვდები? მართალი გითხრა არ მაინტერესებს… რა გჭირს? ეს შენ არ ხარ… შენ იბრძვი, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია… ახლა რა დაგემართა?