ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მეორე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ყავის ბოლო ყლუპიც მოვსვი და მივხვდი, რომ სევდას იმდენად გაედგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავდა ჰაერის ნაცვლად. ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი სახლში. უბრალოდ, ახლა იმდენად სევდისფერი იყო ყველაფერი, ყველა განცდას იმდენად ეტყობოდა უშენობა, ვერ გავჩერდებოდი ამ სიცარიელეში, ვეღარც ერთი წამით.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მესამე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
გაუაზრებლად მივეფერე ნახატებს და ასევე გაუაზრებლად დავავლე ხელი ბლოკნოტს, რომლის ფურცლებიც შენთვის დაწერილი წერილებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს წაგიკითხავს ერთი მათგანიც კი. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ხომ არც იცოდი მათ შესახებ. სევდანარევი სიყვარულით მოვავლე სახლს თვალი და კარი გამოვიკეტე.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა ბოლო პეპელაც.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
იცი, რა გრძნობაა, როცა გული ნაწილებად იშლება?
თითქოს ყველა პეპელა ერთდროულად მოკვდა.
და სულ ეს არის.
Read Next
სულმოუთქმელად გადაკრა სასმლით სავსე ჭიქა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენეს სვამს. სასმლისგან გამოწვეულმა ჟრჟოლამ ოდნავ რომ გაუარა, დაცლილი ჭიქა ისევ გაუწოდა ალექსს. – ძალიან ბევრს სვამ, იქნებ აღარ გინდა? – ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა, დამისხი. – ამით რას …
ჩემი მეგობარია.. არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია.. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით. ზაფხულში გავიცანი. ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
“- ეგ წიწილა მკვდარია? თუ სძინავს? – სძინავს დებილო xD მკვდარ წიწილაზე რატომ დაგთაგავდი? წიწი… <3” “- კიიიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? ;ს დავიღალე – მოითმინე, მალე ავალთ… ……………………………………………………………. – ე, ზღვა.. რა ლამაზად ჩანს… – შენ მაშინ უნდა ნახო, როცა …
მთელი ცხოვრება მიყვარდა თოვლი. მახსოვს, როცა ძალიან პატარა ვიყავი, რომ მოთოვდა, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო, ბიძაჩემს ჩავყავდი ეზოში და თოვლში მასეირნებდა, მეთამაშებოდა.ბებო ეჩხუბებოდა, პატარაა და ძილი სჭირდებაო, ხვალ სკოლაში უნდა წავიდესო… მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი ბებოზე. რა მნიშვნელობა ქონდა ძილს, სკოლას, …