არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას?
არა, უბრალოდ…
იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ?
კიდევ გინდა ჩაი? ახლავე.
მწვანე თუ?
კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე.
მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე გვეტკინა, ალბათ არ ვიყავით მზად მაშინ.
არა, მაგას არ ვამბობ. შეცდომებს ყველა უშვებს, იცი აქ არცაა შეცდომებზე. ემოციებზეა, გრძნობებზე, ნოსტალგიაზე.
კი, ახლა ვბავშვობთ, მართალი ხარ. ალბათ იმას ვინაზღაურებთ რაც უნდა ყოფილიყო. “გათიშე ფიქრი, დატკბი ცხოვრებით”.
როგორ არა, რა დამავიწყებს..
იცი, გაზაფხული მოვიდა, მგონი.
ოღონდ ჯერ ვერ ვგრძნობ..
ისეთი არაფერი, ოცნებას პეპელასავით ჭრელი ფრთები დააგლიჯეს მხოლოდ.
გათელილი ოცნებებისთვის პატიებას ითხოვენ?
ჩიტის დანგრეული ბუდეებისთვის?
მოპარული ემოციებისთვის?
იცი.. არ უთხოვიათ.
წვიმს?
ჰო, მეც მიყვარს.
მარტივია არ იგრძნო, არ გახსოვდეს.
აპათიის შემდგომი პერიოდია ყველაზე საშიში, რთულიც.
ეს ცისარტყელაა?
რომელიღაც ფერი აკლია, მგონი.
წყალი ადუღდა, ახლავე მოვალ.
გარეთ გაზაფხულის სურნელი დგას.
ჩვენ კი ვსხედვართ სიგარეტის კვამლში გახვეულნი, ვსვამთ მწვანე ჩაის, ვაშლის ნამცხვარს ვაყოლებთ და ვსაუბრობთ გარდაუვალ მარტოობაზე, ნაადრევად დასასრულებელ სიცოცხლეზე და ვაღიარებთ, რომ დაგვავიწყდა ემოციები.
დაგვავიწყდა და ვეღარ ვიხსენებთ.
ვერც მზით გამთბარ თმას, გულწრფელ ღიმილს და იმ დროს, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცოდით.
მოთიბული ბალახის სუნმა გაავსო ყველაფერი.
რომელიმე მოგონებას თუ გამოჰყვა, ალბათ.
Read Next
ხომ ხდება ხოლმე, რომ სულში გაგაზაფხულების იმედით ზიხარ ფინჯან ყავასთან ერთად და გეფიქრება. გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული მისი დაკარგვის შიშიდან დაწყებული, მისი ნახვის პერსპექტივით გამოწვეული გულის აჩქარებით, მის ხელებში ჩამალული შენი ხელებით გაგრძელებული და მისი სურნელით სავსე დიდი ქურთუკით …
– ვაიმე, ლიკა მასწ 🙁 რომ ვერ ვიმღერო? გუშინ, რეპეტიციაზე, საოცრად თავდაჯერებული ვიყავი. ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე სახლშიც, რეპეტიციებზეც, ბევრჯერ დამუშავდა სიმღერები, დუეტებშიც ძალიან კარგი მეწყვილეები მყავდა, ინდივიდუალურად Hallelujah-ს ვასრულებდი და მისამღერში ჩემი ანანო ძალიან ლამაზად მყვებოდა. მოკლედ, იდეალურად იყო …
2015. თავი 12. გვერდი 365. ჩვეულებრივი, უთოვლო დილა, თოვლის მოლოდინით. განწყობა – ჩვეულებრივი. სამზადისი, როგორც ყოველ წელს ამ დროს. ღამის გეგმები, სახელად “მაგრად ვერთობით, დილამდე!” იმედები, სახელად “ამ წელს ყველაფერი კარგად იქნება.” და ა.შ, და ა.შ… ჭიქა ყავით აივანთან მოკალათებული …
თოვლმა და საახალწლო სამზადისმა ყველაფერი გადამავიწყა… აღარც სევდიანი ფიქრებისთვის მეცალა… რამდენჯერმე გიოს სტატუსს მოვკარი თვალი, აშკარად არ იყო ახალი წლის განწყობაზე, არ შევიმჩნიე, ჩემი ნაძვის ხე და მოსართავი სახლი უფრო მაინტერესებდა იმ მომენტში… წვიმები შემოვიხვიე და გიჟივით დავქროდი სანტას ქუდით …