დღეს ზუსტად ისე ციოდა, როგორც მაშინ, პირველად რომ მითხარი მომწონხარო.
დღეს გვიანობამდე მეძინა, თბილი, ჭრელი წინდები მეცვა და ფილმებს ვუყურებდი.
დღეს ბევრი ცხელი ჩაი დავლიე და დოჩანაშვილის 2 მოთხრობა წავიკითხე.
ჩემი შემოდგომის საღამოები მიყვარს.
აი, ასეთები. თბილი წინდებით, ცხელი ჩაით და შენზე ფიქრებით სავსე საღამოები.
♥
Read Next
რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… რაღაც კარგი, ისეთი, რაც არასოდეს გავიწყდება, რაც რთულ მომენტებში ღიმილს გგვრის, გულს სითბოთი გივსებს და თავს ადამიანად გაგრძნობინებს… რა ლამაზი იყო დრო, როცა ყველაფრის გჯეროდა… აწყობდი გეგმებს და დარწმუნებული იყავი, რომ …

“წაეთრნენ სოფლელები სოფელში და ქალაქმაც ამოისუნთქა” – ეს ხოხბების მიერ წარმოთქმული ფრაზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში, ალბათ. ყოველ …
თურმე ადამიანს მართლაც ძალიან ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის.. დღეს დაახლოებით ორ საათზე ჩემ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.. უკვე გავდიოდი სახლიდან, კარი გავაღე და გაოცებისგან ადგილზე გავშრი :X ჩემ სართულზე თაბახის ფურცლები იყო გაკრული ფერადი ასოებით ნაწერი ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: “Yous Smile Always …