ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება.
ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს.
არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად.
ფაქტია, ძალიან ბევრი..
არც ის ვიცი, რა პრობლემები ქონდათ, რაზე კამათობდნენ, უფიქრიათ თუ არა დაშორებაზე, ვიცი მარტო ის,
რომ ბებო დღემდე ძალიან თბილად იხსენებს და ამბობს, რომ საუკეთესი ქმარი ყავდა და
რაც ის გარდაიცვალა, თავადაც აღარ ცოცხლობს.
ხშირად მიყვება ხოლმე, როგორ უყვარდა ბაბუს და როგორ ვერ უბედავდა თქმას.
როგორ აწვალებდა ბებო.
როგორი წყვილი იყო და როგორ მოსწონდა ყველას.
როგორი ოჯახი შექმნეს, როგორ ზრდიდნენ შვილებს.
მე ბაბუ უკვე მოხუცი, თეთრი თმით და წვერით მახსოვს.
უზომოდ თბილი ადამიანი იყო.
ისეთი თბილი, აგრესია ვერასოდეს რომ ვერ გაგიჩნდებოდა.
ხშირად მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს
და ყოველთვის, როცა ბებოს თვალებში ბაბუს გახსენებაზე მომდგარ ცრემლს ვხედავ,
ვხვდები, რომ შეიძლება.
Read Next
ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა 17 მაისის შესახებ, ვიცი, მაგრამ მინდა მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ვერავის შევპირდები, რომ ცენზურა დაცული იქნება, თუმცა ვეცდები. მოკლედ. არც ჰომოფობი ვარ და არც მათი საწინააღმდეგო მაქვს რამე. ვისაც უნდა ტრა*ს მიცემს, ვისაც უნდა პირს და ა.შ. …
ვტოვებ შენთვის დაწერილი ფრაზებით სავსე ყველა ფურცელს, რომლებითაც ქაღალდის ნავებს ვაკეთებდი, მათთან ერთად რომ გამომეცურა შენკენ. ვტოვებ ყველა ყვითელ ფოთოლს, ასე რომ გვიყვარდა და ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს გიტოვებ, ამ ფოთლებში გაბნეულს. ვტოვებ ყველა ემოციას, ყველა შიშს – შენი …
რა უცნაურია, რომ დაკარგვა ხდება აუცილებელი იმისთვის, რომ არსებული დააფასო. რომ ვერავინ ხედავს რას აკეთებ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ. ვერავინ ხვდება შენ მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში, სანამ ხარ. რატომღაც ფიქრობენ, რომ ასეც უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ სულ იქნები. არ ვიცი, …