ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები.
ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლა ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოება შენთან.
გაფერადებული არსებობა და წვიმაში, ყოყმანით გამხელილი გრძნობები.
შენი აივანი, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს.
შენი ოთახი, სადაც ბევრი სურათი და წიგნია. და ყველაზე მთავარი – შენი სურნელი, რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებ ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობს – ხოლმე.
ვიხსენებ ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში და ჩემს თავს ვეკითხები. მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?
ახლა ზამთარია.
ცივი, ვრცელი ზამთარი.
სულ ცოტა დარჩა, მალე ზამთარსაც გადავაგორებთ და გაზაფხულის უცნაური, ნაცნობი სურნელი რომ შეგვიღიტინებს ცხვირში, სუნთქვას დავიწყებთ ისევ თავიდან და ვიცი, ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შემომხედავ, გაიფიქრებ, რომ ჩვენი დრო დაიწყო.
“ჩვენ” ხომ გაზაფხულზე დავიწყეთ.
და მართლაც რომ მკვდრეთით აღდგომას დაემსგავსება ეს ყველაფერი.
Read Next
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. თითქოს არაფერი ხდება ცუდი, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა – და ასეც არის, მაგრამ რაღაც, შენ თვითონაც არ იცი – რა, შიგნიდან განგრევს და გეშინია, …
“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”. უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ …
მაშინაც ძლიერად წვიმდა, როცა ოდნავ შემთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოდიოდნენ წვიმაში. – ეს ჩემი აზრია, მაგრამ შენ გეკითხები.. რა ვქნათ? ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს. – უკვე მერამდენე …
ზოგი რამ ცხოვრებაში არასოდეს იცვლება, ბევრ რამეს მიზეზსაც ვერ უძებნი, ზოგი მომენტი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ზოგჯერ იმედსაც კარგავ… როცა დრო მიდის და ვერაფერს ცვლი, ცდილობ დაივიწყო ის, რაც გაკავებს ამ სამყაროში და სამუდამოდ გაფრინდე აქედან… მაგრამ ზოგი ადამიანი შენი ცხოვრების …