ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები.
ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლა ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოება შენთან.
გაფერადებული არსებობა და წვიმაში, ყოყმანით გამხელილი გრძნობები.
შენი აივანი, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს.
შენი ოთახი, სადაც ბევრი სურათი და წიგნია. და ყველაზე მთავარი – შენი სურნელი, რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებ ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობს – ხოლმე.
ვიხსენებ ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში და ჩემს თავს ვეკითხები. მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?
ახლა ზამთარია.
ცივი, ვრცელი ზამთარი.
სულ ცოტა დარჩა, მალე ზამთარსაც გადავაგორებთ და გაზაფხულის უცნაური, ნაცნობი სურნელი რომ შეგვიღიტინებს ცხვირში, სუნთქვას დავიწყებთ ისევ თავიდან და ვიცი, ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შემომხედავ, გაიფიქრებ, რომ ჩვენი დრო დაიწყო.
“ჩვენ” ხომ გაზაფხულზე დავიწყეთ.
და მართლაც რომ მკვდრეთით აღდგომას დაემსგავსება ეს ყველაფერი.
Read Next
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. თითქოს არაფერი ხდება ცუდი, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა – და ასეც არის, მაგრამ რაღაც, შენ თვითონაც არ იცი – რა, შიგნიდან განგრევს და გეშინია, …
ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე, მთვარისფერი სინაზით სავსე. რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას. მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს …
30 იანვარი. მობილურის ზარმა გამაღვიძა.. გადავწყვიტე ვინც არ უნდა ყოფილიყო მეგინებინა, ასე უსინდისოდ რომ მაღვიძებდა დილის 8 საათზე!!! შოთა იყო.. გინება გადავიფიქრე, ისე მენატრებოდა <3 40 წუთში ილიასთან იყავიო.. წარმოდგენა არ მქონდა გამოცდამდე ორი საათით ადრე რა მინდოდა ილიასთან, მაგრამ …
შეგახსენებთ ჩემს გუშინდელ პოსტს Happy B.day To Me… :/ როგორც ამ პოსტში ვწერდი, განწყობის ნატამალი არ მქონდა.. ვიჯექი მთელი დღე და რაღაცებს ვკითხულობდი.. 12 ხდებოდა.. ჩემ Facebook-ზე მოლოცვების მთელი სერია დაიწყო. გადავწყვიტე მოლოცვებისთვის მეპასუხა და დავწოლილიყავი. ის იყო კომპიუტერის გათიშვა …