დავრჩები ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს..
იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს.
იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო..
მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად.
შევძლებდი შენს ფიქრში გრძნობებად დარჩენას? ან ამ სამყაროში სუნთქვას თუ შევძლებდი.. არ ვიცი.
სცენის მტვერს კოსმოსის ფერადი მტვერიც ერევა და ვგრძნობ, როგორ მწამლავს.
დავრჩები წვიმისთვის ფიქრების განდობად, ან ყვითელ ფოთლებად ნაწვიმარ მიწაზე..
იქნებ შენს გარშემო ნისლის ღრუბლებად დარჩენაც შემეძლო,
ანდა ნაზ სურნელად კუბოკრულ პერანგზე..
“შენ არასოდეს იცოდი ზღვარი. მუდამ იმაზე მეტად გიყვარდა, ვიდრე შეიძლება
და იმაზე მეტად გტკიოდა, ვიდრე აიტანდი.” ჩამჩიჩინებს მეორე მე.
მე კი გაზზე შემოდგმულ ჩაიდანს ვუყურებ და ვხვდები,
შემეძლო მოიისფრო გრძნობად დავრჩენილიყავი, ან ლურჯ საიდუმლოდ, წვიმას რომ გაანდობდი.
დავრჩები ზღვის სანაპიროზე დადებულ ფიცად..
ანდა ზღვის სურნელად ჩვენს თმებზე და ვარსკვლავიან ცად – ჩვენი ფიცის ერთადერთ მოწმედ.. ჰო.
წითელი პომადა სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს,
მაგრამ რამემ ხომ უნდა გამაფერადოს. მე კი ამ პომადის კვალს გიტოვებ ტუჩებზე და…
ალბათ ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან თოვლის უბრალო სიმართლედ დავრჩები.
Read Next
მიყვარს ჰაერში დატრიალებული სიცივის სუნი, ჩემი შემოდგომა მიყვარს. მიყვარს, როდესაც გარეთ წვიმს, მე და შენ კი ვსხედვართ ოთახში, ცხელ შოკოლადს ვსვამთ და ვხვდებით, რა უბრალო და დიდი ბედნიერებაა ასე ერთად ჯდომა მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, ცხვირს და ხელებს შოკოლადით …
ჩვენ ტყის პირას ვცხოვრობდით, პატარა, ხის სახლში, რომელიც ნეტარებით იყო სავსე… გარშემო მხოლოდ ცისფერი ცა, ყავისფერი მიწა და მწვანე ფოთლები გვეკრა, შემოდგომით რომ ოქროსფერდებოდნენ.. .. ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით.. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და არავინ გვიყვარდა.. ჩვენ გვიხაროდა.. …
გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი.. თავში სრული ქაოსი მქონდა.. ვიყურები გარშემო და ახალს ვერაფერს ვხედავ.. ვერავის და ვერაფერს.. ყველა ერთმანეთის ასლი რატომაა? არ გაგჩენიათ ეს კითხვა? აი მიმოიხედეთ 😐 .. რას ხედავთ გარშემო? ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი აქსესუარები, ერთნაირი “პახოდკა” , მანერები, …
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …