ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები,
როცა როგორც არ უნდა ეცადო არფერი გამოგდის..
ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება..
გინდა იტირო, მაგრამ ცრემლი არ მოგდის, შესაბამისად დაგროვილი ემოციისგანაც ვერ თავისუფლდები
და აღარ იცი რა ქნა..
როგორმე უნდა გამოხატო ემოცია, თორემ დაგახრჩობს მალე..
თავს დაკარგულად გრძნობ.. არ ეკუთვნი არავის და არაფერს, ამ სამყაროს, შენ სახლს, მშობლებს, მეგობრებს.. არავის..
ყველაზე ცუდი – შენ თავსაც არ ეკუთვნი..
არ ენდობი..
არ იცი, რას გააკეთებ..
რას დაუშავებ სხვას, ან შენ თავს..
ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, თითქოს უამრავ პატარა ნაწილად ვარ დაშლილი და ეს ნაწილები
კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად იშლება და იფანტება..
ჰაერს შევერევი..
გაივლის..
ალბათ გაივლის..
ესეც გაივლის..
აივანზე დგახარ. ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში. ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში. სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი …
მახსოვს, ჩემი შარშანდელი პოსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “იქნებ, 2017-ში მაინც”… პირდაპირ ვიტყვი, ბევრი რამ არ ასრულდა. ძალიან, ძალიან რთული წელი იყო ყველა ასპექტში, განსაკუთრებით ემოციურად. ეს იყო წელი სრული გარდატეხის და გადაფასების. უამრავჯერ შემეპარა ეჭვი ჩემი ნაბიჯების სისწორეში, ბევრჯერ გავრისკე და …
აკორდები. ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის. ეს არაა სიმშვიდე. ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე. როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას. ლაბირინთი. გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს. გასვლა …