დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე.
ძლიერად წვიმს.
ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და
ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ.
გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ.
გარეთ კი ისევ ქუხს.
სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის რაფაზე.
წინა დღეს დაწყებულ და ვერგაგრძელებულ ცისარტყელას ვუყურებ, ფანჯრის მინაზე დახატულს.
ვუყურებ და ვფიქრობ. “იქნებ შემეძლო, იქნებ… შეგვეძლო”.
ვერ გავაგრძელეთ ცისარტყელა. ვერ დავასრულეთ.. ფერები დავაკელით.
ვიცი, რომ ჩემ უკან ზიხარ სავარძელში და მიყურებ.
მინდა მოხვიდე, ხელი მომხვიო და მითხრა, რომ მიუხედავად ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავისა, მაინც მოგწონვარ.
მე მეღიმება.
მალე ხომ მზე უნდა გამოვიდეს.
მალე ხომ გაგაზაფხულება უნდა ვისუნთქოთ…
Read Next
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …
ბავშობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის… სიბნელეში ხომ ყველაფერი სხვანაირია, დღისით თუ ყველა ფიგურას თავის სახელი აქვს, ღამით რაღაც გასაოცარ ფორმას იძენს, რაღაც ჯადოსნურს, ავისმომასწავებელს… ალბათ ყველა ბავშვისთვის ნაცნობია ეს …
ამდენმა კითხვებმა თავგზა ამირია. როგორ მინდა, ბევრი რამ გითხრა, მაგრამ სიტყვები იქამდე ქრებიან, სანამ წარმოვთქვამ. ჩემში რჩება ყველაფერი და ისევ კითხვებად იქცევა – უპასუხოდ. თავხედები, ვინ თხოვს, რომ მოვიდნენ. ჩვენ კი, რა. ისევ დავდევთ ოცნების ჰორიზონტებს და ისევ იმდენად გვშორდება, …