Across The Universe – რაღაც საოცარი მუხტით მავსებს ეს ფილმი…
ჰიპები, თავისუფლება, სიყვარული… ძალიან კარგი თემაა აღებული <3
ბოლო დროს ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ თავისუფლებას “ვქადაგებ”..
ზოგადად დავიღალე მგონი ერთფეროვნებით.. რაღაც სიახლეს ვეძებ..
ვეძებ სულის თავისუფლებას…
რატომღაც ყველა ყველაფერს ვეგუებით და არაფრის შეცვლას არ ვცდილობთ, თითქოს ასე უნდა იყოს ყველაფერი..
არადა, ყველაფერი ჩვენს ხელშია..
ყველა თავად ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედები.
უბრალოდ, ზოგჯერ საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, თუნდაც “ადიდებულ მდინარეს ყველაფერი მოქონდეს თან, რაც შეხვდება”.
There’s Nothing You Can Do That Can’t Be Done…
მთავარია, უარი ვთქვათ შეგუებაზე და არ გადავუხვიოთ ჩვენ მიერ არჩეულ გზას…
მსგავსად კერუაკისა, “რომელსაც თავის გზა ქონებასა და სიმდიდრეზე არასოდეს გაუცვლია. ის ბოლომდე დარჩა იმ გზის ერთგული, რომელიც
ახალგაზრდობაში თვითონ შექმნა და მაინც არ უღალატა იმ ჰიპებს, რომლებიც თმაში ჩაწნული ყვავილებით მიუყვებოდნენ კერუაკის გზას…”
Only Me And You Across The Universe…
Read Next
ჩემი მეგობარია.. არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია.. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით. ზაფხულში გავიცანი. ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
რას იტყვის გოჩა? რას იტყვის მზია? რას იტყვის ნანული? როგორ ჩანს ის? როგორ ჩანს ეს? რა მოსწონთ მათ? და არა: რას ვიტყვი / რა მინდა მე 🙂 რას იტყვი / რა გინდა შენ 🙂 რას ვიტყვით / რა გვინდა ჩვენ …
ლიმნიან ჩაისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.. სიჩუმის მელოდიით აღსავსე არსებობა და ჩიტების ფიტულები ირგვლივ. და სულ ეს არის? ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვქონოდა? იმის გააზრება, რომ “ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო”… გამანადგურებელია? არ ვიცი, თუმცა… ადამიანად …
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.