“არ მომეკარო”.
ვამბობ და გიღიმი.
და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს.
ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს შენი სურნელის გარეშე დარჩენისთვის.
როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს.
როგორ კარგავს შენ ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება.
როგორ ცვლის გულწრფელ ღიმილს ირონია, როგორ კარგავს გრეიფრუტის გემოს და
სუნს შენი სიტყვები.
სასტიკი თამაშია.
გაურკვეველი, ან სულაც არარსებული გამარჯვებულით.
წითელი, წვნიანი ფორთოხლის გემოს “ლონგ აილენდის” უცნაურად მომჟაო, გაურკვეველი,
გემრიელი არომატი ცვლის, ნელ-ნელა გვირევს აზრებს და
სულ უფრო რთულს ხდის ამ თამაშის გაგრძელებას.
გარეთ ისევ ძლიერად დაუშვა წვიმამ.
ყველაფერი თხელ ბურუსშია გახვეული.
ძალიან ლამაზია ოქროსფერის და ოდნავ შესამჩნევი რძისფერის სინთეზი.
ორივემ ვიცით, რომ გარეთ ცივა.
ვგრძნობთ კუთხის კაფეში არსებულ სითბოს, ალკოჰოლს სისხლში, მაგრამ
უერთმანეთობის სიცივეც ახლავს ამ ყველაფერს თან.
“არ მომეკარო”.
ამბობ და მიღიმი.
და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს.
ჩანს, როგორ წირავ საკუთარ თავს ჩემი სურნელის გარეშე დარჩენისთვის.
როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და
როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს.
როგორ კარგავს ჩემ ანაბეჭდს შენი თმა.
აღარც ჩემს სიტყვებს აქვთ იასამნის სუნი და
წითელი ფორთოხლის გემო.
აზრები უფრო ირევა, სიცივეც მეტად ისადგურებს,
ალკოჰოლიც მეტად ერევა სისხლს და
ამ უცნაურ ციებ-ცხელებაში მხოლოდ უსახელო, ალჰოკოლში გახვეული შეგრძნებები და
შებოჭილი ხელები არსებობს, ზღვარი შეხებასა და არ შეხებას შორის.
სიამაყე ისე გვიბყრობს, გრძნობებსაც ჩრდილავს.
მივაბიჯებთ სველ ქვაფენილზე, მსუბუქად თავბრუდახვეულები.
მივაბიჯებთ ისე, რომ მხრებითაც კი ვერ შევეხოთ ერთმანეთს.
მე მეცინება, ჯერ ჩუმად, მერე უფრო ხმამაღლა, ბოლოს მთელ ხმაზე ვხარხარებ.
გაკვირვებული მიყურებ, თუმცა ტუჩის კუთხეში შენც გეპარება ღიმილი.
თამაში დასასრულს უახლოვდება.
ორივე ვგრძნობთ, რომ ვეღარ გაგრძელდება ასე.
რომელიმეში იფეთქებს ემოცია და…
თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს.
უამრავ ემოციას ვცვლით, მხოლოდ მზერით.
საცაა თამაში დასრულდება.
იმდენად ახლოს ხარ, თითქოს შენი აურის შეგრძნებაც კი შემიძლია.
ერთი, ორი, სამი და…
გამარჯვებული არ არსებობს.
Because you kissed me, because I kissed you.
Because Your love is like no other.
Because You make me feel.
Read Next
აკორდები. ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის. ეს არაა სიმშვიდე. ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე. როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას. ლაბირინთი. გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს. გასვლა …
ციოდა დღესაც. უკვე მესამე დღეა გაზაფხულია და და და.. თუმცა, არაა ეს გაზაფხულის ბრალი, მე ვარ სულსწრაფი და მე ვითხოვ სითბოს, თორემ ჰო ვიცი რა გიჟიცაა მარტი.. გუშინ თბილოდა. აი, გაზაფხულივით თბილოდა, ნამდვილი, ჩემი გაზაფხულივით, მე რომ მიყვარს, ისე. გარეთ …
“ნუთუ სხვა არასოდეს მოგწონებია?” “შეუძლებელია ამდენი ხანი ერთად იყოთ და სხვისკენ ერთხელაც არ გაგქცეოდა თვალი” “სულ, სულ არავინ?” “დაუჯერებელია.” არ ვიცი რამდენად დაუჯერებლად გეჩვენებათ, რამდენადაა შესაძლებელი და ბოლოს, ნამდვილად არ მაინტერესებს ვინმე დაიჯერებს თუ არა, მაგრამ დიახ. 🙂 რაც მე …
დღე I გათენდა. დრო- 7:30. სრული მზადყოფნა დღის დასაწყებად. უშაქრო ყავას ვსვამ და ფანჯრიდან ვიხედები. არავინაა ქუჩაში. აივნის კარს ვხსნი და გავდივარ. სიმშვიდეა. უპატრონო ძაღლების ხმა ისმის. შემოვდივარ ჩემს ოთახში, ვხსნი მეილს და დღის განრიგს ვუყურებ. უნივერსიტეტი, პრეზენტაცია, ტრენინგი, …