თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
იყო დრო, ერთად ვხვდებოდით.
არ ვიცი გახსოვს თუ არა, პრინციპში აღარც მაინტერესებს და არც უნდა გახსოვდეს,
მე ხომ გითხარი წადი – მეთქი.
რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ ამის წერას..
მერამდენედ გაგიხსენო.
მერამდენედ ვთქვა, რომ მენატრები.
მერამდენედ შევიკავო მოწერისგან თავი.
მერამდენედ გავიხსენო, როგორ დავბოდიალობდით ქუჩებში დაუსრულებლად
და როგორ ვათბობდით ცივ ზამთარს ჩვენი მეგობრობით?
განა რამე, უბრალოდ თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
ჩვენი თოვლი, მეგობარო.
Tears, again.
Read Next
” – გავუცხოვდით. – ეგ ახლა თუ შეამჩნიე კარგადაა შენი საქმე. გავუცხოვდით ძალიან დიდი ხანია. დეკემბრის მერე საოცარი ტემპით იზრდებოდა ეს სიშორე და სულ უცხოობაში გადავიდა. – ბევრი შემძლებია, მაგრამ არა ყველაფერი. – რა ვერ შეძელი? – არ უნდა მომნატრებოდი. …
– ახლა რა იქნება? შენ მიყურებდი შიშით, სევდით, ტკივილით და დანაშაულით სავსე თვალებით, რომლებიც ასე მიყვარდა, ასე ვერ ვუძლებდი და რომლებშიც ახლა მოღალატეს ვხედავდი მხოლოდ. მე მტკიოდა შენი ტკივილი – მაგრამ ჩემი კიდევ უფრო მეტად, ორივესი ერთად კი რაღაც გაუსაძლისს …
ვიღვიძებ… პირველი, რასაც ვხედავ ფარდის ნახვრეტებიდან შემოსული მზის სხივებია, რომლებიც კედელზე ათინათს ქმნიან. ფარდას ვწევ და ლურჯ, უღრუბლო ცას ვხედავ. მზე მიღიმის… მიუხედავაად იმისა, რომ ძალიან ცივა, მე არ მცივა, რაღაცნაირი სითბოთი ვარ სავსე. გავდივარ გარეთ, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ქუჩაში …
ანი : ** ვზივარ და ისევ წერილს გწერ… რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა… საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები?? იცი მე ყველაფერი წავშალე.. თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა… ამით “გავითავისუფლე” გონება… რეალურად …