აკორდები.
ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის.
ეს არაა სიმშვიდე.
ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე.
როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას.
ლაბირინთი.
გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი
გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს.
გასვლა მარტო ერთი კარიდან შეიძლება, მაგრამ ეს არაა გადარჩენა.
თუ ამ კარს გააღებ, სხვა, უფრო საშინელ სამყაროში აღმოჩნდები.
ვერაფერს ცვლი, არ არსებობს გამოსავალი, ვერც შენი ფერადი
ფანქრები დაგეხმარება აქ.
აქ თვითმკვლელი თევზებიც კი არ არიან. აქ საერთოდ არაფერია.
არც ერთი ფერი.
გაიქეცი.
გაიქეცი, სანამ გიპოვის.
გაიქეცი, სანამ ყველაფერს ცეცხლი მოედება.
გაიქეცი, სანამ გაიგეს, რომ ისევ სუნთქავ.
სანამ ამ სუნთქვასაც მოგპარავენ.
სანამ სიტყვებს თქმამდე გაგიქრობენ ბაგეებიდან.
გაიქეცი, რომ აღარ გეტკინოს.
გაიქეცი, რომ გადარჩე.
დაასწარი და სანამ ცეცხლი გაგაქრობდეს, თავად გაქრი.
ამ გვირაბის ბოლოს შუქიც არ მოჩანს.
საერთოდ არ აქვს ბოლო.
ვერც კი ხვდები სიზმარია, თუ რეალობა.
საბოლოო კოლაფსამდე სულ ცოტა რჩება.
Read Next
შემოდგომისფერ ფიქრებში იისფერი ტონები შემომეპარა. დაუსრულებელი ბოდიალის პერიოდი იწყება. დრო, როცა მთელი დღე ყვითელ ფოთლებში დაშრიალებ, სახლში მისული, ოდნავ გაყინული, ჩაის ჭიქაზე ითბობ თითებს, ტუჩ-ცხვირს კი ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე, მერე კითხვაში, მზესუმზირის კნაწუნში (ან შოკოლადის ჭამაში) და მწვანე ჩაის სმაში …
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ზამთარი არასდროს დამთავრდება.არასდროს დამთავრდება სიცივე და ყოველ დღე სხვების ბოლო ამოსუნთქვებს დავითვლით. ამ სიცივეს ვერც გაზის გამათბობლით გაათბობ, ვერც ცხელი შოკოლადით და ვერც მჭიდროდ შემოხვეული პლედით. სულ ერთ რამეზე ვფიქრობ. როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც …
ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა ის გავიცანი. ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მართლა უცნაური რამაა… ბედის ირონიაა – ის შემიყვარდა, ვისაც ვერ ვიტანდი. 2011 წლის თებერვალი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სიცივე ჯერ კიდევ ყველგან იგრძნობოდა, მაინც თბილოდა. მე …
დღეს 30 აპრილია. 12-ს გადასცდება და უკვე 1 მაისი იქნება. ჩემი დაბადების დღე.. უცნაურია, მაგრამ არანაირი საზეიმო განწყობა არ შეიმჩნევა ჩემში.. 20 წლის ვხდები.. საუკუნის მეხუთედი.. ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავი შარშან ამ დროს..