დუგ-დუგ, დუგ-დუგ, დუგ-დუგ.
როგორ იწყებენ წერას უზომოდ კარგ ადამიანებზე?
პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გადმოვცემ – ხოლმე ჩემ გრძნობებს სიტყვებით მათ მიმართ,
ვინც ძალიან მიყვარს.
ვერ ვწერ დედაზე, გიოზე, მეგობრებზე.
უფრო სწორად ვწერ, მაგრამ მიჭირს.
ლუკა როგორი ბიჭია, იცით?
აი, ყველა რომ ინატრებდა მსგავსი ძმის ყოლას.
როგორი მზრუნველი და კეთილია, იცით?
სა ო ცა რი!
ჩემი საუკეთესო მეგობარია ლუკა.
ჩემი ძმაა.
დიახაც ^_^
დღე არ გავა არ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს.
ყოველ დილას ერთად დავრბოდით, მთელი ზაფხული (გაზაფხულიც), ახლაც დავრბივართ, როცა გვცალია :დ
ეს ადამიანი რომ არა, ბევრი რამ არ იქნებოდა ისე როგორც ახლაა.
საოცარი ვინმეა, აი, ისეთი შეგრძნება გაქვს მის გვერდით რომ დადიხარ, რომ
ვერავინ, ვერასოდეს ვერაფერს გავნებს :დდ
და მართლა ასეა, არ არსებობს შენ გვერდით იყოს და ვინმემ თუნდაც გაბედოს და ისე
არ შემოგხედოს, როგორც საჭიროა :დდ
მოკლედ დიდი დამცველი და მზრუნველი ვინმეა.
თან ისეთი თბილი <3
ოქტომბერში გავიცანი ^_^
მახსოვს, სასცენო მოძრაობის ლექციები ახალი დაწყებული მქონდა.
გაწელვებს მიჩვეული არ ვიყავი და ყველა კუნთი ცალ-ცალკე მტკიოდა.
ა და კიდევ :დდ პეჩენია მინდოდა და არ მქონდა. მოკლედ, ვიყავი წუწუნში და მთელ ამბებში.
დამამშვიდა, რჩევები მომცა, როგორ მიმეხედა ატკიებული კუნთებისთვის, დამეხმარა.
დავუჯერე და სხვათაშორის მართლა მომიხდა ბატონი ტრავმატოლოგის რჩევები :დდ
ძალიან მალე დავუახლოვდი და მალევე იქცა ჩემთვის საუკეთესო მეგობრად.
შეუძლებელია უბრალოდ არ გიყვარდეს, პატივს არ ცემდე და არ აფასებდე.
ალბათ ძმა რომ მყოლოდა ზუსტად ასეთი ურთიერთობა მექნებოდა.
ასეთი ახლო და ძვირფასი.
ქართველი ბიჭების იმ მცირე რაოდენობას მიეკუთვნება, ვინც კარგად აზროვნებს.
ვაღიარებ და დღემდე ვერაფრით ვხვდები რით ვიმსახურებ მის ასეთ დამოკიდებულებას,
რამდენ ნერვების წყვეტას ითმენს ჩემგან ვერც წარმოიდგენთ :დ
მაგრამ მაინც ძველებულად გრძელდება ყველაფერი.
უი, რომ იცოდეთ, დღევანდელ დღეს დაიბადა ლუკა.
არ ვიცი რა შეიძლება უსურვო ადამიანს, რომელიც ისედაც ძალიან კარგია.
ლუ, გილოცავ და გისურვებ სულ ასეთი იყო.
არ შეიცვალო.
არ შეცვალო შენი პრინციპები, შენი მიზანსწრაფულობა (მისაბაძად მიზანსწრაფულია და უდიდესი ნებისყოფა აქვს),
შენი ღირებულებები.
ყოველთვის ასეთი იყავი – ადამიანური, კეთილი, თბილი, ჭკვიანი.
იმდენად ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის, რომ არც ვიცი რომელი ერთი გამოვყო.
და მაინც, ისეთ სიყვარულს გისურვებ, შენ რომ იმსახურებ.
იმიტომ, რომ ბევრი არ იმსახურებს ეგეთს.
ძალიან მიყვარხარ და უი, კიდევ გისურვებ ჩემთან ერთად ბევრ დაბ.დღეს დაესწრო :დ
დუგ-დუგ.
ტადააამ ^_^
გილოცავ!
Read Next
“შეყვარებული თუ გყავს, რატომ დამამატე?” “ამდენი მეგობარი რომ გყავს, თან ბიჭები, არ გიშლის შეყვარებული?” “შეყვარებული არ გიშლის ბარში ჯდომას?” და მსგავსი შეკითხვების მქონე გენიოსებს მინდა ვუპასუხო. არა, არ მიშლის. როცა საქმე რამის დაშლაზე მიდის, ეს არაა ჯანსაღი ურთიერთობა, დაიმახსოვრეთ. ადამიანი, რომელიც …
შენზე რომ ვფიქრობ გული ლურჯი პეპლებით მევსება… ცოტა ხნის წინ მე და ანა ჩემი სკოლის გვერდით ვისხედით სკამზე… Placebo – Heaven Inside You -ს ვუსმენდით და ვსაუბრობდით… უცნაური რაღაც მითხრა.. შენ რომ …
მგონი ყველაზე უცნაური ადამიანი ვარ. აბა არ მესმის რანაირად შეიძლება წამების მეასედებში მეცვლებოდეს განწყობა. შეიძლება ეს ემოციურობას დავაბრალოთ? არ ვიცი. Anyway.. გუშინდელი დღის გახსენებამ უცებ ისე გამაბედნიერა, გული რომ აგიჩქარდება და დედამიწა სიყვარულით რომ დაბზრიალდება ისევ. ზამთრის თამაშები დაიწყო. თავის …
მაშინ, როცა მხოლოდ შენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს და როცა შენი ასე ახლოს ყოფნა უკვე თავგზას მირევს. ან მაშინ, როცა დაღლილი მოდიხარ ჩემთან სახლში, რომელიც ჩემია მხოლოდ და არა “ჩვენი” – იმ იმედით, რომ სულ მალე უკვე “ჩვენს” …