მე მჯერა… მჯერა ოდესმე წავალ… მე არ ვაპირებ სიკვდილს… უბრალოდ გავქრები, ლამაზად, უჩუმრად… წავალ, თუნდაც ამისთვის ზღვის გადაცურვა დამჭირდეს… მე სიმღერით გადავცურავ ზღვას და დავუბრუნდები იმ სამყაროს, რომელსაც ნამდვილად ვეკუთვნი… ჯოჯოხეთიდან სამოთხეში… ტყუილიდან სიმართლეში… სიძულვილიდან სიყვარულში…
სიბნელიდან სინათლეში… შავიდან თეთრში… შავთეთრიდან ფერადში… ტყუილით სავსე დედამიწიდან ჩემს სამყაროში გავფრინდები!!! გავფრინდები, რადგან გაფრენა მუდამ მინდოდა, ახლაც მინდა და მოვახერხებ კიდეც…
ჩვენც ჯინსების თაობა ვართ… მათ მოახერხეს გაფრენა… „საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანს სწორედ ასე სჯერა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ“…
მეც გავფრინდები…
Read Next
საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი… ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა… ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი… ყველა მისი დახმარების მოლოდინში… მისთვის კი – არავინ… ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას… წყლის პატარა წვეთი …
წვიმს, შავი ქოლგებია ყველგან. ხალხს ეშინია წვიმის, მუქ ფერებს აფარებენ თავს, მუქი სახეებით დადიან და მუქი ფიქრები აქვთ. მე და შენ არ გვეშინია წვიმის, შავი ქოლგების ნაცვლად ფერადი ბუშტები გვიჭირავს, ცისარტყელას ვხატავთ და ფერადად ვიღიმით. მოდი, სანამ ზამთარი თავის ფიფქებს …
მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანებო : ) მერე რა, რომ არ ხართ ისეთები როგორებიც მინდა რომ იყოთ, მერე რა, რომ არ ვარ ისეთი, როგორსაც მიიღებდით და ისურვებდით… მერე რა, რომ ძალით გიყვართ, ძალით იცინით, ძალით გწამთ, მერე რა, თუ რელიგიის ნიღაბს …
რა უცნაურია, რომ დაკარგვა ხდება აუცილებელი იმისთვის, რომ არსებული დააფასო. რომ ვერავინ ხედავს რას აკეთებ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ. ვერავინ ხვდება შენ მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში, სანამ ხარ. რატომღაც ფიქრობენ, რომ ასეც უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ სულ იქნები. არ ვიცი, …