ჩემი მეგობარია..
არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია..
საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და
სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით.
ზაფხულში გავიცანი.
ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
ვაკეში გველი ვნახეთ.
ისე შეგვეშინდა ერთი სიკვდილი გავათავეთ.
მახსოვს შოკში იყო. ლამის მოკვდა (მარი) :დ
დღეს კარგად გვახსენდება, მაშინ შიშისგან ვკანკალებდით.
მას მერე ერთად ვართ ყოველდღე.. ერთმანეთის გარეშე არც განვიხილებით.
სადაცაა თათო, იქაა მარი და პირიქით…
არ ვიცი, ალბათ ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს ვუსურვებდი ასეთი მეგობრის ყოლას.
თავისი იუმორის წყალობით ყველა სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს.
მეც სიცოცხლით მავსებს..
ძალიან საყვარელია…
არ ვიცი, ვეღარც წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.
არასოდეს არავისთვის მითქვამს რომ ასე მიყვარს..
არც მისთვის, ზოგადად არ გვახასიათებს “სიყვარულის ახსნა” ერთმანეთისთვის.
ისედაც ვიცით რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ გვინდა..
მე მინდა სულ სულ სულ ერთად ვიყოთ, აი სულ სულ.
მარი, მაგარი ნაბოქოდონოსორი ხარ !! (ც) ილია.
მაგრამ ზუსტად მაგიტომ მევასები ჰო იცი ^.^
ის ცხოვრებას უნგრევს ადამიანებს, მე გულებს ვუმსხვრევ და საერთო ჯამში საოცარი წყვილი გამოდის. :დ
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.
ისე, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი სიმართლის ნაპერწკალი რომ არ ერიოს xD
მარო მარო <3
ჩემიგოგო ^.^
ჰომდა ასე, ამდენი რატომ ვილაპარაკე…
იმიტომ, რომ უცებ ძალიან მომინდა ყველასთვის მეთქვა,
რომ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო მეგობარი – მე მარი მყავს ^.^
<3
და მიყვარს :yes:
Read Next
ვცხოვრობთ თითქოსდა აზრიანად და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ არც არასოდეს გვიცხოვრია. ჩვენი ყოველი დღე გუშინდელს გავდა, ხვალინდელი კი დღევანდელს დაემსგავსება.. რატომ ვცდილობთ დავემგავსოთ ერთმანეთს სამყაროში, სადაც ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი? ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური… ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს სრულიად …
სპეციალურად ვწერ ამ პოსტს 15 თებერვალს. ანუ მაშინ, როცა ე.წ. “სიყვარულის დღე” აღარაა. ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს. მნიშვნელობა არ ქონდა მეგობრებთან, თუ შეყვარებულთან ერთად და ყოველთვის მეცინებოდა იმ ტიპებზე, რომლებიც ამბობდნენ, ყოველი დღე სიყვარულისაა და თარიღები საჭირო არ არისო. მეგონა …
” – გავუცხოვდით. – ეგ ახლა თუ შეამჩნიე კარგადაა შენი საქმე. გავუცხოვდით ძალიან დიდი ხანია. დეკემბრის მერე საოცარი ტემპით იზრდებოდა ეს სიშორე და სულ უცხოობაში გადავიდა. – ბევრი შემძლებია, მაგრამ არა ყველაფერი. – რა ვერ შეძელი? – არ უნდა მომნატრებოდი. …
აივანზე დგახარ. ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში. ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში. სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი …