მოვბეზრდით მთვარესაც, სულში ჩამოთოვა.
მოვბეზრდით ყველაფერს.
მოვბეზრდით ცისარტყელას, ალბათ ჩვენც მოგვბეზრდა გამუდმებული მცდელობა მისი დახატვისა. მზემ მიგვატოვა, ფერებს ვერ ვარჩევთ.
დაგვტოვა ღამემ, სიზმრებმა, ფიქრებს აღარ აქვთ შენი სუნი და გემო.
აღარც აზრები ეხვევა სიგარეტის კვამლში, არც ჭიქა ჩაის ვუზიარებთ ჩვენ არსებობას.
წვიმას აღარ მოაქვს იასამნების სურნელი ჩემამდე.
ჩვენ ასაფრენად მზადმყოფ ჩიტებს ვგავდით, რომლებისთვისაც ეს ცა მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა.
ჩვენ ვერ გავფრინდით, ვერ გავცდით საზღვრებს და დავრჩით “მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად,
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით”.
სიმარტოვე გვაცინებს.
დაღლილობას ვეჩვევით.
ვნებდებით საკუთარ სისუსტეებს და ვხვდებით, მთვარესაც მოვბეზრდით.
Read Next
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები. შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება. იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის. იმ წუთას ხომ …
არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას? არა, უბრალოდ… იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ? კიდევ გინდა ჩაი? ახლავე. მწვანე თუ? კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე. მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე …
უცნაურია, მაგრამ როცა უზომოდ გატკენენ, გრძნობ გაოცებას, წყენას.. თავიდან ცრემლების ნაკადიც უწყვეტია, ემოციები პიკს აღწევს და არ იცი, როგორ დაიცალო. თუმცა რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ უცებ, ერთბაშად გაქრა ყველა ემოცია. სწორედ ესაა უცნაური. მოკლე პოსტები არ მჩვევია, მაგრამ “Suddenly, I …
ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა. ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და …