“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”.
ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა.
თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის.
გრძელ თმას საკუთარი ხელით ვიჭრი მოკლედ, თითქოს ვცდილობ ეს სულის შემხუთველი სიბნელე, სიჩუმე და ყრუ ტკივილი მთლიანად მას გავატანო… თითქოს თმის ბრალი იყოს
ასე რომ ბნელა.
ასე რომ ცივა.
რომ არ თოვს.
ასე რომ მტკივა.
– რატომ ალაგებ ტანსაცმელს, სადმე მიდიხარ?
– ჰო.
– სად?
– არ ვიცი… ვიცი მარტო ის, რომ ჩემი თავი უნდა ვიპოვო.
– რა გემართება?
– რა მემართება? ვეღარ ვუძლებ, გესმის? ასეთ ჩემს თავს ვეღარ ვუძლებ. ასეთ დაცლილს, ამდენ ნაწილად დაშლილს…
– თმას რაღას ერჩოდი..
– შენ იცი რას გავს უთოვლო ზამთარი? “როცა ზამთარია და არ თოვს, ეს იგივეა – გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს, შემოდგომაზე არ იყო სევდიანი, არ წვიმდეს და არ იდგე ფანჯარასთან… ეს იმას გავს, რომ სარკეში თავი მოიკლა, ხოლო აქეთ ცოცხალი დარჩე!”
– შენ ახლა სარკის წინ დგახარ.
– გარეთ კი არ თოვს.
Read Next
როცა თმაში უკვე წვიმადქცეული ფიფქები გიბრწყინავს, სიგარეტის ბოლო ღერიც დიდი ხანია ჩაიწვა და გაყინულ თითებსაც ვეღარაფერი გითბობს, ხვდები, რომ უჩვეულოდ, უცებ შეიცვალა ყველაფერი. ზიხარ ოთახში, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა. ერთი ნათურა ბჟუტავს, მაგრამ მისი სინათლე არაა საკმარისი. ამ მბჟუტავ …
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …
მე ვეხები შენს ბაგეს, თითს შემოვავლებ მის კიდეს ისე, თითქოს ჩემი დახატული და ჩემი ხელით შექმნილი იყოს… ვითომ პირველად გაიპო შენი ბაგე და თუ ერთი წამით მაინც მოვხუჭავ თვალს, გაქრება, აღარ იქნება და მე ისევ თავიდან დავიწყებ მის ხატვას, ისეთს …
“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.. მაგრამ კონფლიქტების დროს, იქნება ეს ქუჩაში უბედური შემთხვევა თუ ომის გამოცხადება, სხვადასხვა სიბრტყეების გადაკვეთა ხდება ხოლმე და ადამიანიმ რომელიც შეიძლება იყოს გამორჩეული პიროვნება სანსკრიტის, ანდა კვანტური …