ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, სიკარგის – ჯერ არ მქონია.
ასეთი მოლოდინი… თითქოს ვიცი, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნება, იმედია მართლა ამიხდება რასაც ვფიქრობ..
2011 წლის ბოლო წუთები იწურება.. მალე მოვა ახალი 2012 წელი.. ის 2012 ყველა ასე რომ ელოდა.. ზოგი შიშით, ზოგი ირონიით.. მე სიხარულით ველი ^^
რომ განვიხილოთ გასული წელი, ძალიან დატვირთული იყო ემოციურად.. თუნდაც ის ადამიანები რად ღირს რომლებიც გავიცანი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილებად იქცნენ.. ბევრი დანაკარგიც იყო.. მიუხედავად თავის ცუდი მხარეებისა, მიყვარს 2011 წელი.. იმედია 2012 უკეთესი იქნება..
მინდა გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ^^
ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება.. ჩაიფიქრეთ სურვილი, ის რაც გულით გსურთ და აუცილებლად აგისრულდებათ ^^
ერთად ჩავიფიქროთ <3
მიყვარხართ!!!
Read Next
მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… შენ თვალები დახუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს… მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… მე თვალებს დავხუჭავ, შენ – მაკოცე.. მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვამჩნევენ და არ შეგვარჩენენ სიყვარულს, იცოდე… მოდი, თვალები დახუჭე, მე – ყვავილების გვირგვინს …
საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი… ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა… ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი… ყველა მისი დახმარების მოლოდინში… მისთვის კი – არავინ… ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას… წყლის პატარა წვეთი …
არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას? არა, უბრალოდ… იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ? კიდევ გინდა ჩაი? ახლავე. მწვანე თუ? კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე. მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე …
ჯერ დილაა, 9-ს წუთები. რომ გავიღვიძე 6 საათი იყო. გარეთ გავიხედე, აშკარად არ იყო სავარჯიშო ამინდი. ლუკას მივწერე დღეს ნუ გავალთ მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს არ მიუვიდა sms და 15 წუთში ჩემ კორპუსთან ერჭო. ჩავედი, წინასწარ საწუწუნოდ გამზადებული. ბევრი …