ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა.
ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და ასე მეგონა დღემდე.
ახლა კი, როცა ვზივარ და ვცდილობ რამე გითხრა, ერთი სიტყვაც კი არ მომდის თავში.
ალბათ იმიტომ, რომ ვერაფერი გამოხატავს ამ დღის განსაკუთრებულობას,
რადგან შენი სურნელი დაყვება მთლიანად ამ დღეს.
არ ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა თამაშობს გადამწყვეტ როლს.
თავად ქმნის თავის ბედს, თუ რაღაცები
მართლაც იწერება სადღაც, ზემოთ, და ამ ადგილის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს,
მაგრამ მჯერა, რომ მაშინ, 25 წლის წინ, როცა შენ იბადებოდი, სადღაც ნამდვილად გადაწყდა,
რომ გავიდოდა 24 წელი და ერთი პატარა გოგო შეგიყვარდებოდა, და იმასაც ისე ეყვარებოდი, რომ შენი 25-ე
დაბადების დღისთვის ასე დაბნეული იჯდებოდა და ვერ მიხვდებოდა რა ეთქვა შენთვის.
ვიცი, ამ დღეს ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს უსურვებენ-ხოლმე ერთმანეთს და ცხადია,
მეც გისურვებ ამას, წარმატებებსაც და სხვა ბანალურ რამეებსაც, მაგრამ ერთი რამ მინდა გისურვო, ძალიან ეგოისტურად.
ყოველთვის იყავი კარგად და ჩემთან, რადგან ვერასდროს ვერავინ შემავსებს და გამაბედნიერებს ისე, როგორც შენ.
სულ ვამბობდი რატომ ადრევე არ შევხვდით-მეთქი ერთმანეთს, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ასე ჯობდა.
ჯობდა უამრავჯერ მტკენოდა, რომ მქონოდა ის შეგრძნება,
რასაც დამსახურებული სიმშვიდე და ბედნიერება ქვია-შენი სახით.
გთხოვ, ყოველთვის იყავი ასეთი, და უბრალოდ-იყავი.
მე მიყვარს შენი დაბადების დღე.
მე მიყვარხარ შენ.
გილოცავ <3
Read Next
რამდენიმე საათიც და გათენდება. ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები. მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან …
გამომიგონე.. ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე…. მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე.. უპატრონე ჩემს მონატრებას… ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური… რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და …
ასეც ხდება. ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე. ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”. მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი …
იშვიათად ვლაპარაკობდით… რამდენჯერმე მიხვდა, რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და თვითონ მომწერა რამე ხომ არ მოხდაო… მიხაროდა, რომ არ ბრაზობდა, მაგრამ თან ვცდილობდი დისტანცია რამეჭირა, ისევ მის სასიკეთოდ… თავიდან ვწერდი, ვთვლიდი, რომ ჩემი ბრალი იყო თუ რამე ისე არ ქონდა და …