- სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით ვიღვიძებ, რომ შენ ჩემ ცხოვრებაში არსებობ.
რომ დღეს უნდა გნახო, ან ვერ გნახო და განწყობაც შესაბამისია. როცა დილას აუცილებლად მხვდება
შენი SMS, ვკითხულობ რამდენჯერმე, თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს მეღიმება. - სიყვარულია, როცა ღამით შენთან ლაპარაკში ვიძინებ. შენი ხმა მესმის და აქედან გამომდინარე ფერად სიზმრებს ვხედავ.
- სიყვარულია, როცა ყავასაც კი შენი სურნელი, შენი გემო აქვს.
- სიყვარულია, როცა მეორე ჭიქა ყავას შენთვის ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არ ხარ.
- სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ ხარ, რომ უკვე მენატრები.
- სიყვარულია, როცა ქუჩაში დავდივარ და ვიღიმი. ვიღიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვიღიმი მაშინაც, როცა ძალიან ცივა, ან პირიქით.
- სიყვარულია, როცა შავი, მაგარი ყავით სავსე ჭიქით ხელში, რომელშიც 1 კოვზი შაქარია ჩაყრილი, ვდგავარ ფანჯარასთან შენთან ჩახუტებული
და ვუყურებ თბილისის ხედს. - სიყვარულია, როცა ყელში ბურთი მეჩხირება და ცრემლებით მევსება თვალები. იმის გამო, რომ ძალიან მიყვარხარ, იმის გამო, რომ ძალიან მენატრები ან იმის გამო, რომ ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული
და შესაბამისად მზად ვარ დაუსრულებლად გაკოცო, რომ დაგინახავ გამოვიქცე და ჩაგეხუტო ან წამებით მოგკლა. - სიყვარულია, როცა ვბრაზდები და ხმას არ გცემ, ან გიყვირი და გეჩხუბები, გართმევ გასაღებს და გეუბნები რომ არ მჭირდება შენი სახლში წაყვანა. შენ კი მშვიდად
მაძლევ გასაღებს, რადგან იცი, არათუ მანქანას ვატარებ, კარის გაღებაც არ ვიცი ნორმალურად. - სიყვარულია, როცა გადმოვდივარ მანქანიდან და გაბუსხული ვდგავარ. ვიყინები და მაინც არ ვჯდები. ბოლოს, მთლად რომ გავითოშები ცხვირაწეული
ვჯდები და ხმას არ გცემ. - სიყვარულია, როცა მიყურებ და გეცინება ჩემ ბავშურ საქციელებზე, მუსიკას რთავ და ელოდები როდის გადამივლის.
- სიყვარულია, როცა 15 წუთის მერე ერთად ვიცინით ამ ყველაფერზე.
- სიყვარულია, როცა შემიძლია ტვინი გიბურღო და ოდნავადაც არ შემაწუხოს სინდისმა.
- სიყვარულია, როცა ცდილობ სწორ გზაზე დამაყენო, შეცდომებზე მიმითითო, იმიტომ, რომ ისევ ჩემთვის
გინდა კარგი და მე ამ ყველაფერს ისე აღვიქვამ, თითქოს ისეთი არ გიყვარდე როგორიც ვარ და მწყინს და გებუტები. შენ კი
ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო.. - სიყვარულია, როცა პატარა ბატკანს მეძახი და მე გული მიჩუყდება.
- სიყვარულია, როცა ყოველ ჩახუტებაზე, კოცნაზე, შეხებაზე – მიკროინფარქტი მემართება.
- სიყვარულია, როცა შენთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს.
- სიყვარულია, როცა ახლა, ამ წუთას ისე მენატრები, საცაა ვიტირებ.
სიყვარულია, რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად, როცა შენთან ვარ.
ვერავის ვხედავ და არავინ მინდა.
სიყვარულია, რომელიც არასოდეს დამთავრდება.