ვტოვებ შენთვის დაწერილი ფრაზებით სავსე ყველა ფურცელს, რომლებითაც ქაღალდის ნავებს ვაკეთებდი, მათთან ერთად რომ გამომეცურა შენკენ.
ვტოვებ ყველა ყვითელ ფოთოლს, ასე რომ გვიყვარდა და ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს გიტოვებ, ამ ფოთლებში გაბნეულს.
ვტოვებ ყველა ემოციას, ყველა შიშს – შენი დაკარგვის შიშიდან დაწყებული იმ შიშამდე, რაღაც მნიშვნელოვანს რომ ვერ უწვდი ხელს გადასარჩენად.
გიტოვებ სურვილს ტუჩებზე, მაგრამ აღარ გინაწილებ.
ვტოვებ სითბოს და ყველა იმ არდაფასებულ წამს, რაც ამ სითბოთი იყო სავსე, რაც ასე მაადამიანებდა.
ვტოვებ ცხელი შოკოლადით სანახევროდ სავსე ფინჯანს, სავარცხელს და პატარა სარკეს – სულ თან რომ დამქონდა.
ვტოვებ მთვარესაც, რადგან მოვბეზრდით.
იასამნების სუნს და კოსმოსში გაბნეულ სცენის მტვერს.
ვტოვებ ყველა შეცდომას, უხეშს თუ მსუბუქს და ყველა სწორ საქციელს, ვერშეგრძნებულ გაზაფხულს და უთოვლო ზამთარს.
გიტოვებ ნახატებს და მივესალმები თვითმკვლელობას სარკეში, როცა სარკის აქეთ ცოცხალი რჩები.
ვტოვებ ადამიანებს, ვტოვებ დედამიწას – ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელ ადგილს. ადგილს, რომელიც ბავშვურობასთან და გულწრფელ ცრემლებთან მაკავშირებდა.
წავალ სადმე, რომელიმე პლანეტაზე. ჯანდაბას, მე მივხედავ უფლისწულის ვარდს და ბატკანს არ მივცემ უფლებას შეჭამოს.
შენ კი, უფრო ხშირად აიხედე ცაში და უცებ “ყველა ვარსკვლავი შენთვის გაიცინებს და მხოლოდ შენ გეყოლება ვარსკვლავები, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ”.
მართლა კი არა.
აბა ჰე.
Read Next
ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი პოსტის წერა როგორ დავიწყო. შეიძლება იმიტომ, რომ განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ემოცია არ მაქვს. ასეთი მშვიდი და ნეიტრალური დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ეს იმას გავს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ ინერვიულებ რაღაცაზე, ბევრჯერ რომ …
მე – ჩემები.. მიყვარხარ. იქნებ უსაზღვროდ.. ზედმეტად.. და ყოველ ჩასუნთქულ ჰაერზე მეტადაც.. ფილტვებსაც შენ ავსებ, ძარღვებშიც შენ მივლი და… ვსუნთქავ. და ჩასუნთქული ჰაერის ყოველი ყლუპით, სულ უფრო თავიდან ვივსები შენით.. სიყვარულს საზღვრებში არ აქცევენ, ჩემო. და მეც უკვე ამ საზღვრებს …
ხშირად ხდება, ვფიქრობ, რომ “ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა”, როცა ღამით ცრემლი მომდიოდა და ტუჩებზე ვითვლიდი გარინდებულ სიმარტოვეს. არა და დღემდე ვერაფრით ვეშვები ღამეების გათენებას და მზის ამოსვლასაც ერთად ვხვდებით მე, ჩიტების ფიტულები და ჩემი თვითმკვლელი თევზები. ყოველ დილით …
ბოლო დროს ბევრ უცნაურობას ვამჩნევ ჩემ გარშემო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მე მინდა ვისაუბრო იმ მორალის მქადაგებლებზე, რომლებიც აშკარად მომრავლდნენ. არ ვიცი მხოლოდ ჩემს ირგვლივ თუ ზოგადად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყველა ცდილობს რაღაც გასწავლოს.. მინდა მივმართო ამ ადამიანებს. ძვირფასებო, …