ვტოვებ შენთვის დაწერილი ფრაზებით სავსე ყველა ფურცელს, რომლებითაც ქაღალდის ნავებს ვაკეთებდი, მათთან ერთად რომ გამომეცურა შენკენ.
ვტოვებ ყველა ყვითელ ფოთოლს, ასე რომ გვიყვარდა და ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს გიტოვებ, ამ ფოთლებში გაბნეულს.
ვტოვებ ყველა ემოციას, ყველა შიშს – შენი დაკარგვის შიშიდან დაწყებული იმ შიშამდე, რაღაც მნიშვნელოვანს რომ ვერ უწვდი ხელს გადასარჩენად.
გიტოვებ სურვილს ტუჩებზე, მაგრამ აღარ გინაწილებ.
ვტოვებ სითბოს და ყველა იმ არდაფასებულ წამს, რაც ამ სითბოთი იყო სავსე, რაც ასე მაადამიანებდა.
ვტოვებ ცხელი შოკოლადით სანახევროდ სავსე ფინჯანს, სავარცხელს და პატარა სარკეს – სულ თან რომ დამქონდა.
ვტოვებ მთვარესაც, რადგან მოვბეზრდით.
იასამნების სუნს და კოსმოსში გაბნეულ სცენის მტვერს.
ვტოვებ ყველა შეცდომას, უხეშს თუ მსუბუქს და ყველა სწორ საქციელს, ვერშეგრძნებულ გაზაფხულს და უთოვლო ზამთარს.
გიტოვებ ნახატებს და მივესალმები თვითმკვლელობას სარკეში, როცა სარკის აქეთ ცოცხალი რჩები.
ვტოვებ ადამიანებს, ვტოვებ დედამიწას – ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელ ადგილს. ადგილს, რომელიც ბავშვურობასთან და გულწრფელ ცრემლებთან მაკავშირებდა.
წავალ სადმე, რომელიმე პლანეტაზე. ჯანდაბას, მე მივხედავ უფლისწულის ვარდს და ბატკანს არ მივცემ უფლებას შეჭამოს.
შენ კი, უფრო ხშირად აიხედე ცაში და უცებ “ყველა ვარსკვლავი შენთვის გაიცინებს და მხოლოდ შენ გეყოლება ვარსკვლავები, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ”.
მართლა კი არა.
აბა ჰე.
Read Next
ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი პოსტის წერა როგორ დავიწყო. შეიძლება იმიტომ, რომ განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ემოცია არ მაქვს. ასეთი მშვიდი და ნეიტრალური დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ეს იმას გავს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ ინერვიულებ რაღაცაზე, ბევრჯერ რომ …
– რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა. ყველაფერი წარმავალია. სიცოცხლე – ყველაზე უფრო. ყველაზე მძიმე ადამიანის სიკვდილში ალბათ ისაა, რომ ვეღარასოდეს ნახავ. ეს გტკივა ზუსტად. აღარაა, …
ჩვენ ყველა, ვისაც დღეს ცინიკოსებად გვნათლავენ, წარსულის ფრთებდამტვრეული მეოცნებეები ვართ. იცი, არ მაინტერესებს ახლა კითხულობ თუ არა ამ პოსტს, თუნდაც შენ. არა, პრინციპში ზუსტად შენ, რადგან ამ წამს ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მახსოვს. უბრალოდ საინტერესო ფაქტია, რომ გოგო, რომელიც ერთ …
“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”. უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ …