ვცხოვრობთ თითქოსდა აზრიანად და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ არც არასოდეს გვიცხოვრია.
ჩვენი ყოველი დღე გუშინდელს გავდა, ხვალინდელი კი დღევანდელს დაემსგავსება..
რატომ ვცდილობთ დავემგავსოთ ერთმანეთს სამყაროში, სადაც ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი?
ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური…
ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს სრულიად განსხვავებული პიროვნება…
თავის ფიქრებით, ოცნებებით, სურვილებით, სიგიჟეებით…
ჰო, შეშლილები ვართ ყველანი და ზუსტად ამის დამალვას ვცდილობთ.
იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, ვიღაც რას იტყვის, რომ ვკლავთ ჩვენში განსაკუთრებულ თვისებებს.
ვხუნდებით… ვიჟანგებით და როცა კითხვას დავუსვამთ ერთმანეთს, როდის მოვედით აქამდე, პასუხს ვერ ვპოულობთ…
ამდენ უპასუხო კითხვას კი დეპრესიამდე მივყავართ…
სიცოცხლეც აზრს კარგავს და თვითმკვლელობის გარდა აღარ რჩება არაფერი…
ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რომ თავად “დაგაქვთ” თქვენი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც??
კარგად დაფიქრდით, რამის შეცვლა მოინდომეთ თქვენ ცხოვრებაში და ვერ შეცვალეთ??
შიში… თქვენ ხომ გეშინიათ… ჩვენ ხომ გვეშინია…
გვეშინია იმიტომ, რომ არ შეიძლება გამორჩეული იყო!!!
მასას არ უყვარს სხვანაირები ))
გამორჩეული ხომ გიჟს ნიშნავს თქვენ ენაზე…
არადა, არადა თავადაც შეშლილები ხართ, სწორედ ამ ლატენტური სიგიჟის გეშინიათ თქვენში და არც სხვას აძლევთ საშუალებას ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს.
გშურთ, იმიტომ, რომ თქვენ ვერ შეძელით ამ შიშის დაძლევა, მან კი შეძლო…
სწორედ ამიტომ დავემალე ამ რეალობას ჩემ სამყაროში…
გამორჩეულობა ხომ ძალიან რთულია…
ქვის სროლა კი – ადვილი..
მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა დამნაშავე..
მზად არიან უსამართლოდ განგიკითხონ, დაგამცირონ, მოგიგონონ, დაგიმონონ…
ამდენ ნაცრისფერში ერთი ნათელი ფერი ყველას თვალში ხვდება…
ერთხელ მაინც გიცდიათ ეს სიგიჟე გამოგეთავისუფლებინათ?
არ შეგშინებოდათ იმის, რომ ვიღაც შეშლილს დაგიძახებდათ?
გიცდიათ გაგეკეთებინათ ის რაც თქვენ გინდათ და არა ის რაც მათ უნდათ?
ყოველი დღის გათენება ხომ სასწაულია…
ყოველი ახალი დღე, ყოველი ახლიდან ჩასუნთქული ჰაერი..
რატომ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, რატომ ვართ ერთმანეთის დაჭმაზე გადასულები??
არადა ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს…
მე არ მინდა ასე ვიცხოვრო.
მე არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ არის ჩემში რაღაც არანორმალური.
არანორმალური – სხვისთვის.
არ მრცხვენია იმის, რომ ქუჩაში ხმამაღლა წავიკითხო ლექსი, თუნდაც ამისთვის გიჟი მიწოდონ…
… როცა თქვენ თავს დაუსვამთ კითხვას, როდის მიხვედით აქამდე, თქვენ თავებს ჩაუღრმავდით…
შეიძლება ამქვეყნად ყველაფერი გქონდეს… კარგი ოჯახი, მოსიყვარულე მშობლები, ფული, თაყვანისმცემლების არმია,,
მაგრამ დაფიქრდები და ხვდები, რომ “შენს ცხოვრებას სულ ცოტა სიგიჟე აკლდა” …
Read Next
როგორც ყოველთვის ახლაც უცნაურად ვიქცევი.. როგორ გთხოვო არ გამიშვა თქო, როცა თავად არ ვრჩები.. ყოველთვის, როცა ცდილობ “დამიჭირო” მივდივარ… გავრბივარ… გაგირბივარ )) არ ვიცი რატომ ვიქცევი ასე, უფრო სწორად, ვიცი )) მეც ვიცი და შენც… ვიცი, ისიც იცი, რომ ისევ …
ჩემი მეგობარია.. არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია.. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით. ზაფხულში გავიცანი. ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს, შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები, ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია, თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები.. ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი.. შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი, ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ… მაინც შენით ვსუნთქავ, …
შენ, მე და ჩვენი პატარა კატა, რომელიც ჯერ ისევ თვეებს ითვლის, ძალიან გვაბრაზებს და მაინც, იმდენად საყვარელია, რომ შეუძლებელია არ …