არ მახსოვს ვინ მითხრა სკოლას დაამთავრებ და უზომოდ მოგენატრებაო..
არ მჯეროდა.. რა თქმა უნდა, იყო ნოსტალგია პირველ დღეებში მაგრამ საგამოცდო ციებ-ცხელებამ, სტუდენტობამ, გრანტმა – ყველაფერი გადამავიწყა..
ვაღიარებ, სანამ დავამთავრებდი ერთი სული მქონდა იქედან გამომეღწია..
ალბათ რაღაც დროა საჭირო, რომ მიხვდე რა ძვირფასი იყო ეს ყველაფერი..
დღეს, ორი წლის შემდეგ პირველად წავედი სკოლაში..
აქამდე სურვილიც არ გამჩენია..
ალბათ არც გამიჩნდებოდა, სამსახურიდან რომ არ გავეგზავნე..
დღეს დილას ცხრაჯერ გავიღვიძე და დავიძინე..
არდადეგებზე მივეჩვიე გვიანობამდე ძილს..
5 წუთიც და მორჩა..
გამახსენდა, რომ სკოლაში ვიყავი მისასვლელი.. სიცილი ამიტყდა..
ორი წლის წინანდელი შეგრძნებები გამიცოცხლდა თითქოს.
ძლივს ავდექი.. სანამ გამოვფხიზლდებოდი ყველაფერს დავეჯახე და სახლი საშინელებას დავამსგავსე..
როგორც იქნა გავედი სახლიდან..
თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ სკოლის ჭიშკარს რომ მივუახლოვდი..
აი, ჩემი სკოლის ეზო.. ჩვეულებრივ მშობლები ეზოში..
მივუახლოვდი კარებს, რომლიდანაც ბევრჯერ გავპარულვარ..
საშვის დანახვაზე უპრობლემოდ შემიშვა მანდატურმა.. გავუღიმე, მადლობა გადავუხადე.
თვითონ ჩანდა ძალიან თბილი და თავაზიანი.. ხანში შესული კაცი იყო.
ავიარე კიბეები..
სული შემეხუთა ლამის.. “ვიზოგავდი” ნაბიჯებს..
აი, “ჩემი” სარკე მეორე სართულზე.. რამდენჯერ სპეციალურად გამოვსულვარ გაკვეთილიდან რომ ამ სარკეში ჩამეხედა..
ჩემი კლასის კარები.. ჩემი კლასი.. ჩემი..
ცრემლებით ამევსო თვალები.. კედლებზე ისევ იყო გამოფენილი ბავშვების ნახატები, კედლის გაზეთები, სურათები..
მთელმა ბავშობამ თვალწინ გამირბინა.. მთელმა 12-მა წელმა..
გაკვეთილებმა, აჯანყებებმა, შატალოებმა, პრობლემებმა პედ კოლექტივთან..
ოქმებმა, ხელწერილებმა..
ლაშქრობებმა, ღამე ტყეში ხეტიალმა, თოვლში და ყინვაში..
ექსკურსიებმა..
ბოლო ზარმა..
ბანკეტმა..
ყველაფერი გაცოცხლდა..
არ ვიცი რა ემოცია იყო..
ალბათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ..
ჯერ კიდევ ორი წლის წინ იძულებით მოვდიოდი აქ..
ახლა კი ჩემი ნებით – სულ სხვა ამპლუაში..
იყო რაღაც სევდანარევი სიხარული ამაში..
დირექტორი.. მასწავლებლები.. თბილი მოკითხვები.. ჩახუტებები..
ალბათ არ დამავიწყდება ეს შეგრძნება..
ძველი კედლები.. ჩემი კლასის კარი.. სიძველის სუნი..
მგონი პირველად ვამბობ, რომ ჩემი სკოლა მიყვარს <3
ჩემი ბავშობა.. ჩემი მოგონებების სასაფლაო..
პოსტის წერისას ამ მუსიკას ვუსმენდი, ამიტომ ამას დავდებ..
Read Next
ხართ 6-დან 16 წლამდე ნიჭიერი მოზარდი? გსურთ გახდეთ ვარსკვლავი? მაშინ თქვენი ადგილი ჩვენთანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვების გავარსკვლავება ჩვენი პროფესიაა. პირველად საქართველოში „ვარსკვლაების საბავშვო საპროდიუსერო აკადემია“ – „Kids Star Academy”.
ყოველთვის ვაფასებდი ადამიანებს, რომლებსაც მეორე ადამიანის სამართლიანად შეფასება შეეძლოთ. ხედავდნენ როგორც მინუსებს, ასევე პლიუსებს. პირადად მე ყოველთვის ვამჩნევ ადამიანის უარყოფით მხარეს, მაგრამ ამის პარალელურად დადებითის ძებნას ვიწყებ. …
– ახლა რა იქნება? შენ მიყურებდი შიშით, სევდით, ტკივილით და დანაშაულით სავსე თვალებით, რომლებიც ასე მიყვარდა, ასე ვერ ვუძლებდი და რომლებშიც ახლა მოღალატეს ვხედავდი მხოლოდ. მე მტკიოდა შენი ტკივილი – მაგრამ ჩემი კიდევ უფრო მეტად, ორივესი ერთად კი რაღაც გაუსაძლისს …
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. ძნელია, როცა დრომ და გარემოებებმა საოცრად შეგცვალა და საკუთარი თავი კი არა ყველა დაკარგე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა. ძნელია, უყურებდე როგორ ქრება შენი …