თაფლის, ლიმონის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და შენი სურნელით
გაჯერებულ ჰაერს ვსუნთქავ მას მერე, რაც ოქტომბერი დაიწყო.
წელიწადის მესამე დროა უკვე შენი სურნელი მომყვება. წინ ცივი, ვრცელი ზამთარია,
ერთმანეთის არსებობამ რომ უნდა გადაგვატანინოს. იარსებე, რა.. სულ იარსებე.
ძნელია გიყვარდეს, ძნელია ამხელა სიყვარულის შენში დატევა, ეს ხომ მთელი სამყაროა,
ჩვენ ხომ მთელ სამყაროს ვიტევთ ჩვენში.
ეს სიყვარული შენს თვალებში ჩაძირვას და ჩემს თაფლისფერ თმას გავს.
ჩემი ტუჩების კვალს გავს შენს ტუჩებზე და ცხვირის შენს კისერში გათბობას.
შენს ხელებში მომწყვდეულ ჩემს თითებს გავს..
ჩვენი მზერის არეალში მოქცეულ ხედს გავს შენი აივნიდან.
ყვითელ ფოთლებში სეირნობას და წვიმის გუბეებში სირბილს გავს… და ტანგოს ცეკვას შუა ჭავჭავაძეზე.
იცი რომელ დღეებს გავს? ჩახუტებულები რომ ვუყურებთ ფილმებს, განვიხილავთ წიგნებს
ან უბრალოდ ერთმანეთზე ვფიქრობთ და ვხვდებით, რომ სიამოვნებით გავატარებდით ასე მთელ ცხოვრებას.
შენს სამზარეულოში ჯდომას და ყავის ან ჩაის სმას გავს ჩვენი სიყვარული..
ან იმ დღეებს, როცა ერთად ვამზადებთ სპაგეტის, პიცას..
ჩვენ გვგავს ჩვენი სიყვარული. ყველა იმ დღეს, რომლებიც ერთად გავიარეთ.
ყველა იმ ჩხუბს და შერიგებას, ყველა ჩახუტებას, მზერას, შეხებას..
მინდა სულ თაფლის, ლიმონის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და
შენი სურნელით გაჯერებული ჰაერი ვისუნთქო. შენთან ერთად ვხატო ჩემი ცისარტყელა,
რომელსაც ნელ-ნელა უფრო და უფრო ემატება ფერები, რაც ადრე არ ქონია.
მოდი, სულ ვიარსებოთ, რა.. ვიარსებოთ და ერთად გადავურჩეთ ცივ და ვრცელ ზამთარს.
მე, ჩვენი სიყვარულის სახელით ომს ვუცხადებ სიძულვილს, შურს, ბოროტებას..
მინდვრის ყვავილებს ვდებ ჩვენსკენ მოშვერილი იარაღის ლულაში და შენთან მოვდივარ,
რომ კიდევ დიდ ხანს დავრჩე ნაზ სურნელად შენს კუბოკრულ პერანგზე.
Read Next
There is no excerpt because this is a protected post.
“”რა დაგემართა?” – მანჯღრევ და მაღვიძებ. -ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.” მე კი ღამის კოშმარიდან ვერგამორკვეული, შეშინებული თვალებით გიყურებ და ვგრძნობ, რომ სუნთქვა მიმშვიდდება. შენ ხომ ჩემთან ხარ. “და მაშინ, როცა მხრებს მხრებზე გატოლებ”, ან უბრალოდ თავს გადებ და …
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …
ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა როგორც არ უნდა ეცადო არფერი გამოგდის.. ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება.. გინდა იტირო, მაგრამ ცრემლი არ მოგდის, შესაბამისად დაგროვილი ემოციისგანაც ვერ თავისუფლდები და აღარ იცი რა ქნა.. როგორმე უნდა გამოხატო ემოცია, თორემ …