ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მეორე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ყავის ბოლო ყლუპიც მოვსვი და მივხვდი, რომ სევდას იმდენად გაედგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავდა ჰაერის ნაცვლად. ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი სახლში. უბრალოდ, ახლა იმდენად სევდისფერი იყო ყველაფერი, ყველა განცდას იმდენად ეტყობოდა უშენობა, ვერ გავჩერდებოდი ამ სიცარიელეში, ვეღარც ერთი წამით.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მესამე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
გაუაზრებლად მივეფერე ნახატებს და ასევე გაუაზრებლად დავავლე ხელი ბლოკნოტს, რომლის ფურცლებიც შენთვის დაწერილი წერილებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს წაგიკითხავს ერთი მათგანიც კი. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ხომ არც იცოდი მათ შესახებ. სევდანარევი სიყვარულით მოვავლე სახლს თვალი და კარი გამოვიკეტე.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა ბოლო პეპელაც.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
იცი, რა გრძნობაა, როცა გული ნაწილებად იშლება?
თითქოს ყველა პეპელა ერთდროულად მოკვდა.
და სულ ეს არის.
Read Next
სულმოუთქმელად გადაკრა სასმლით სავსე ჭიქა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენეს სვამს. სასმლისგან გამოწვეულმა ჟრჟოლამ ოდნავ რომ გაუარა, დაცლილი ჭიქა ისევ გაუწოდა ალექსს. – ძალიან ბევრს სვამ, იქნებ აღარ გინდა? – ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა, დამისხი. – ამით რას …
ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა როგორც არ უნდა ეცადო არფერი გამოგდის.. ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება.. გინდა იტირო, მაგრამ ცრემლი არ მოგდის, შესაბამისად დაგროვილი ემოციისგანაც ვერ თავისუფლდები და აღარ იცი რა ქნა.. როგორმე უნდა გამოხატო ემოცია, თორემ …
1 იანვარიც მიიწურა… ამ წლის პირველი დღე.. ახლა 2 იანვარია.. ამბობენ ბედობააო, ჰოდა მინდა ჩემი ბლოგი და პოსტები დამებედოს.. ორდღიანი ბოდიალის და თავის ტკივილის მერე მეგობრებს საინტერესო იდეა მოგვივიდა თავში.. გადავწყვიტეთ სტადიონზე პატარა საჰაერო ბურთი გაგვეშვა.. ვიყიდეთ და 2 საათი …
ოკეანის სანაპიროზე იზრდებოდნენ. რაც გარემოს აღქმა დაიწყეს, მას შემდეგ ახსოვდათ ერთმანეთი.. იმდენად ახლობლებად იქცნენ, ერთმანეთის გარეშე არსებობაც ვერ წარმოედგინათ. ეს არ იყო გრძნობა, რომელსაც სახელს დაარქმევდი. ეს ყველაფერი იყო. ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის. ალბათ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი უნდოდათ, გარესამყაროს …