ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი…
გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება.
ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება.
გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება.
მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება.
მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.
წვიმა და ჩარლზი, ჩარლზი და… ჩვენ.
ვნებისფერი სიმორცხვე თვალებში.
კათხა ლუდი არსად, ტუჩებზე შეგროვილი და შენთვის განაწილებული სურვილები.
რეპეტიცია, სცენა და შენ.
შენ მე მარწმუნებ, რომ შევძლებ.
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, იწყება ცხოვრება გაძლებაზე, ერთმანეთთან ვერმიახლოებით.
განაჩენია? განაჩენია.
მე ხომ შეგპირდი, რომ არ ვიტირებ.
მაპატიე, ამ წამსაც ვტეხ პირობას.
მოდი შოკოლადი ვჭამოთ და ვიყოთ ბედნიერები..
მე და შენ..
ჩვენ მეგობრები ვართ.
Read Next
რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს. უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე …
ანი : ** ვზივარ და ისევ წერილს გწერ… რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა… საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები?? იცი მე ყველაფერი წავშალე.. თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა… ამით “გავითავისუფლე” გონება… რეალურად …
დავრჩები ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს.. იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს. იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო.. მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად. …
ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე, მთვარისფერი სინაზით სავსე. რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას. მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს …