არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას?
არა, უბრალოდ…
იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ?
კიდევ გინდა ჩაი? ახლავე.
მწვანე თუ?
კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე.
მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე გვეტკინა, ალბათ არ ვიყავით მზად მაშინ.
არა, მაგას არ ვამბობ. შეცდომებს ყველა უშვებს, იცი აქ არცაა შეცდომებზე. ემოციებზეა, გრძნობებზე, ნოსტალგიაზე.
კი, ახლა ვბავშვობთ, მართალი ხარ. ალბათ იმას ვინაზღაურებთ რაც უნდა ყოფილიყო. “გათიშე ფიქრი, დატკბი ცხოვრებით”.
როგორ არა, რა დამავიწყებს..
იცი, გაზაფხული მოვიდა, მგონი.
ოღონდ ჯერ ვერ ვგრძნობ..
ისეთი არაფერი, ოცნებას პეპელასავით ჭრელი ფრთები დააგლიჯეს მხოლოდ.
გათელილი ოცნებებისთვის პატიებას ითხოვენ?
ჩიტის დანგრეული ბუდეებისთვის?
მოპარული ემოციებისთვის?
იცი.. არ უთხოვიათ.
წვიმს?
ჰო, მეც მიყვარს.
მარტივია არ იგრძნო, არ გახსოვდეს.
აპათიის შემდგომი პერიოდია ყველაზე საშიში, რთულიც.
ეს ცისარტყელაა?
რომელიღაც ფერი აკლია, მგონი.
წყალი ადუღდა, ახლავე მოვალ.
გარეთ გაზაფხულის სურნელი დგას.
ჩვენ კი ვსხედვართ სიგარეტის კვამლში გახვეულნი, ვსვამთ მწვანე ჩაის, ვაშლის ნამცხვარს ვაყოლებთ და ვსაუბრობთ გარდაუვალ მარტოობაზე, ნაადრევად დასასრულებელ სიცოცხლეზე და ვაღიარებთ, რომ დაგვავიწყდა ემოციები.
დაგვავიწყდა და ვეღარ ვიხსენებთ.
ვერც მზით გამთბარ თმას, გულწრფელ ღიმილს და იმ დროს, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცოდით.
მოთიბული ბალახის სუნმა გაავსო ყველაფერი.
რომელიმე მოგონებას თუ გამოჰყვა, ალბათ.
Read Next
ხომ ხდება ხოლმე, რომ სულში გაგაზაფხულების იმედით ზიხარ ფინჯან ყავასთან ერთად და გეფიქრება. გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული მისი დაკარგვის შიშიდან დაწყებული, მისი ნახვის პერსპექტივით გამოწვეული გულის აჩქარებით, მის ხელებში ჩამალული შენი ხელებით გაგრძელებული და მისი სურნელით სავსე დიდი ქურთუკით …
ზოგი რამ ცხოვრებაში არასოდეს იცვლება, ბევრ რამეს მიზეზსაც ვერ უძებნი, ზოგი მომენტი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ზოგჯერ იმედსაც კარგავ… როცა დრო მიდის და ვერაფერს ცვლი, ცდილობ დაივიწყო ის, რაც გაკავებს ამ სამყაროში და სამუდამოდ გაფრინდე აქედან… მაგრამ ზოგი ადამიანი შენი ცხოვრების …
ტყუილით მიყენებული ტკივილი უღრღნიდა სულს… კლავდა მასში იმ კარგს, რაც შემორჩენილი იყო… უყინავდა გრძნობას… ნელ-ნელა… წვეთ-წვეთ… შხამით ავსებდა მის არსებას… სულ გაიყინა… გაეყინა ხელის თითები… ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა როგორც ყოველთვის… მაგრამ ახლა არ იცოდა რატომ… რისთვის… რისთვის მოვიდა აქ… რომ …
თურმე ადამიანს მართლაც ძალიან ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის.. დღეს დაახლოებით ორ საათზე ჩემ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.. უკვე გავდიოდი სახლიდან, კარი გავაღე და გაოცებისგან ადგილზე გავშრი :X ჩემ სართულზე თაბახის ფურცლები იყო გაკრული ფერადი ასოებით ნაწერი ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: “Yous Smile Always …