“წაეთრნენ სოფლელები სოფელში და ქალაქმაც ამოისუნთქა” – ეს ხოხბების მიერ წარმოთქმული ფრაზაა,
რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში, ალბათ.
ყოველ წელს, რეალურ ცხოვრებაშიც და სოციალურ ქსელებშიც დიდი ამბავია ამ თემასთან დაკავშირებით.
ადამიანები, რომლებიც ვერ რეალიზდნენ და ერთადერთი,
რაც საამაყო გააჩნიათ “დედაქალაქელობაა”,
ყოველ წელს უშედეგოდ ოცნებობენ, რომ “გვირაბი ამოქოლონ და ესენი ვეღარ ჩამოეთრნენ თბილისში”.
“დარჩნენ, სადაც მათი ადგილია” – სკანდირებენ ხოხბები.
და სადაა მათი ადგილი?
ვინ დააკანონა, რომ თბილისში ცხოვრების უფლება მხოლოდ “კარენოი თბილისელს” აქვს?
ესეც რომ არა, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ოდესღაც ჩვენი წინაპრებიც “ჩამოეთრნენ” საიდანღაც?
ყველაზე ირონიული ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა,
ვინც ასე მწვავედ განიცდიან თბილისში სოფლელების არსებობას,
თავადაც სულ რამდენიმე წელია დედაქალაქში დამკვიდრდნენ.
სასაცილოა, მეგობრებო, მაგრამ თურმე ამ სნობების და გოიმების ქალაქში მცხოვრებ ხოხბებს
გაცილებით მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე “ჩამოთრეულებს”. (თვითონ ასე ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში).
თურმე უფრო ზრდილობიანებიც არიან, შრომის ფასი მეტად იციან და ა.შ.
სოფლელების სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც დღე და ღამე ქუჩაში დგას, მზესუმზირის “ქერქებს” იფურთხება
და ბიოს ფულზე ჩალიჩობს.
ოღონდ რა თქმა უნდა თავად არ მუშაობს და მშობლების კისერზეა.
მაშინ, როცა ის “ჩამოთრეული” თავდაუზოგავად შრომობს, რომ რაღაცას მიაღწიოს.
სოფლელების სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობს გოგო, რომელსაც ერთი წიგნიც არ წაუკითხავს
ცხოვრებაში, გუშინ წაისვა “პამადა”, იყიდა აიფონი, პატენტი “გუჩი” და გაუჩნდა ამბიცია,
რომ იმ სოფლელზე გაცილებით უკეთესია,
ვისაც მისი წონა მარტო წიგნი აქვს წაკითხული.
უცნაური რეალობის წინაშე ვდგავართ, მეგობრებო.
“სოფლელები წაეთრნენ სოფელში”, ქალაქი კი სავსეა “ბაბუ” – ებით,
ძერსკი გოგჩოებით, უზრდელი, უინტელექტო ადამიანებით, სნობებით და გოიმებით.
პროვინციალიზმი არ განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილით, ამის ნათელი მაგალითია თბილისში მცხოვრები, მაგრამ სულით პროვინციელი ადამიანები.
ჩვენ გენიალური “ჩამოთრეულები” გვყავდა, მეგობრებო.
მაგალითად: ილია, აკაკი, გალაკტიონი, პაოლო და ის ოთარ ჭილაძეც,
რომლის ციტატებს ყველაფერზე წერთ, ოღონდ თქვენი ინტელექტი წარმოაჩინოთ.
ასეა თუ ისე, “აღდგომებმა” ჩაიარა, სოფლელებიც დაბრუნდნენ და “ხოხბებსაც” ისევ დაუმძიმდათ გული.
“მართლაც რომ, ნეტაი თქვენ”.
Read Next
ბევრი იასამანი მაქვს სახლში. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს. არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული. …
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …
“- ეგ წიწილა მკვდარია? თუ სძინავს? – სძინავს დებილო xD მკვდარ წიწილაზე რატომ დაგთაგავდი? წიწი… <3” “- კიიიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? ;ს დავიღალე – მოითმინე, მალე ავალთ… ……………………………………………………………. – ე, ზღვა.. რა ლამაზად ჩანს… – შენ მაშინ უნდა ნახო, როცა …