“წაეთრნენ სოფლელები სოფელში და ქალაქმაც ამოისუნთქა” – ეს ხოხბების მიერ წარმოთქმული ფრაზაა,
რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში, ალბათ.
ყოველ წელს, რეალურ ცხოვრებაშიც და სოციალურ ქსელებშიც დიდი ამბავია ამ თემასთან დაკავშირებით.
ადამიანები, რომლებიც ვერ რეალიზდნენ და ერთადერთი,
რაც საამაყო გააჩნიათ “დედაქალაქელობაა”,
ყოველ წელს უშედეგოდ ოცნებობენ, რომ “გვირაბი ამოქოლონ და ესენი ვეღარ ჩამოეთრნენ თბილისში”.
“დარჩნენ, სადაც მათი ადგილია” – სკანდირებენ ხოხბები.
და სადაა მათი ადგილი?
ვინ დააკანონა, რომ თბილისში ცხოვრების უფლება მხოლოდ “კარენოი თბილისელს” აქვს?
ესეც რომ არა, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ოდესღაც ჩვენი წინაპრებიც “ჩამოეთრნენ” საიდანღაც?
ყველაზე ირონიული ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა,
ვინც ასე მწვავედ განიცდიან თბილისში სოფლელების არსებობას,
თავადაც სულ რამდენიმე წელია დედაქალაქში დამკვიდრდნენ.
სასაცილოა, მეგობრებო, მაგრამ თურმე ამ სნობების და გოიმების ქალაქში მცხოვრებ ხოხბებს
გაცილებით მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე “ჩამოთრეულებს”. (თვითონ ასე ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში).
თურმე უფრო ზრდილობიანებიც არიან, შრომის ფასი მეტად იციან და ა.შ.
სოფლელების სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც დღე და ღამე ქუჩაში დგას, მზესუმზირის “ქერქებს” იფურთხება
და ბიოს ფულზე ჩალიჩობს.
ოღონდ რა თქმა უნდა თავად არ მუშაობს და მშობლების კისერზეა.
მაშინ, როცა ის “ჩამოთრეული” თავდაუზოგავად შრომობს, რომ რაღაცას მიაღწიოს.
სოფლელების სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობს გოგო, რომელსაც ერთი წიგნიც არ წაუკითხავს
ცხოვრებაში, გუშინ წაისვა “პამადა”, იყიდა აიფონი, პატენტი “გუჩი” და გაუჩნდა ამბიცია,
რომ იმ სოფლელზე გაცილებით უკეთესია,
ვისაც მისი წონა მარტო წიგნი აქვს წაკითხული.
უცნაური რეალობის წინაშე ვდგავართ, მეგობრებო.
“სოფლელები წაეთრნენ სოფელში”, ქალაქი კი სავსეა “ბაბუ” – ებით,
ძერსკი გოგჩოებით, უზრდელი, უინტელექტო ადამიანებით, სნობებით და გოიმებით.
პროვინციალიზმი არ განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილით, ამის ნათელი მაგალითია თბილისში მცხოვრები, მაგრამ სულით პროვინციელი ადამიანები.
ჩვენ გენიალური “ჩამოთრეულები” გვყავდა, მეგობრებო.
მაგალითად: ილია, აკაკი, გალაკტიონი, პაოლო და ის ოთარ ჭილაძეც,
რომლის ციტატებს ყველაფერზე წერთ, ოღონდ თქვენი ინტელექტი წარმოაჩინოთ.
ასეა თუ ისე, “აღდგომებმა” ჩაიარა, სოფლელებიც დაბრუნდნენ და “ხოხბებსაც” ისევ დაუმძიმდათ გული.
“მართლაც რომ, ნეტაი თქვენ”.
Read Next
ბევრი იასამანი მაქვს სახლში. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს. არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული. …
– მოდი, ჩამეხუტე. – შენ ჩამეხუტე. საშინლად წვიმდა.. ჩვენ არ გვაწვიმდა სამაგიეროდ.. მოშორებით იჯდა. ჩემ პირდაპირ. მე კედელთან ვიდექი და ვუყურებდი. თვალს არ ვაცილებდით ერთმანეთს. გაეღიმა.. მეც გამეღიმა, თუმცა სერიოზული სახის შენარჩუნებას ვცდილობდით.. ხუმრობა რაღაც უაზრო შეჯიბრში გადაიზარდა. არ ვეხუტებოდი. …
ალბათ ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა ბრძოლას ვწყვეტთ და ცხოვრებას ვნებდებით, თუნდაც ერთი წუთით.. ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყობა და ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს.. ამ დროს ფიქრობ, რომ აღარაფერი იქნება კარგად.. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შრამები.. შეიძლება ღამეებს ტირილში …
როცა ნაძვიხ ხე აწყობილია, სახლი – მორთული, გოზინაყი გაკეთებული და დაგემოვნებულიც, თბილად რომ ზიხარ, ჩაის სვამ, ამ შენს გოზინაყს ახრამუნებ და ახალი წლის მოსვლამდეც ორიოდე საათი რჩება, გინდა თუ არა იწყებ თითქმის უკვე გასული წლის გაანალიზებას. 2014 წელი ჩემთვის საკუთარ …