ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა
და მონსტრობანას ვთამაშობდით,
(და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში),
მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი,
აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და
გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის.
ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე ნამდვილ თამაშებს,
გაგვყავდა გვირაბები ქვიშებში და
როცა მიწისგან იდაყვამდე დასვრილი ხელებით ავიღებდით
სათამაშო ვედროს,
ვიცოდით, რომ ეს უდიდესი და ყველაზე უცნაურად უბრალო ბედნიერება იყო,
რომლის აღქმის უნარიც დროსთან ერთად მიდის და აღარ ბრუნდება უკან.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა გულამოსკვნილი დავტიროდი ჩემს გადაყვლეფილ მუხლებს,
მაშინ ვიცოდი, რომ ამაზე დიდი ტკივილებიც არსებობს…
არა-ფიზიკური.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეგობრის მამის ავტოფარეხში ვდგამდით
სპექტაკლებს
და მე ვიყავი კონკიას ბოროტი დედინაცვალი,
რადგან ალბათ არ ვიყავი საკმარისად ლამაზი კონკიობისთვის და ალბათ
არც ისეთი დაუცველი,
მაშინ დავიფიცე, რომ ვეცდებოდი ვყოფილიყავი ისეთი ლამაზი გოგო, იმ პრინცისთვის
რომ იქნებოდა შესაფერისი, მე ვისაც შევიყვარებდი.
ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ
ოდესმე აუცილებლად შეეტყობოდა უშენობა ქალაქს და
ნივთებიც შეუმჩნევლად დაკარგავდნენ შენ ანაბეჭდს.
მე კი დავუბრუნდებოდი ჩემი მუდმივი წვიმების მხარეს და
განვაგრძობდი წვიმისთვის ნაღვლიანი საიდუმლოს განდობას.
შენ კი აუცილებლად დარჩებოდი ლურჯ მოგონებად.
და ეს მოგონება მეყვარებოდა მთელი ცხოვრება..
და არა თვითონ ადამიანი.
***
გავიდა დრო და გავაცნობიერეთ,
რომ ზუსტად მაშინ, როცა “სამუდამოდ” გვეგონა,
უერთმანეთობის განაჩენი ერთმანეთს
თავად გამოვუტანეთ.
Read Next
არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას? არა, უბრალოდ… იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ? კიდევ გინდა ჩაი? ახლავე. მწვანე თუ? კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე. მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე …
რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… რაღაც კარგი, ისეთი, რაც არასოდეს გავიწყდება, რაც რთულ მომენტებში ღიმილს გგვრის, გულს სითბოთი გივსებს და თავს ადამიანად გაგრძნობინებს… რა ლამაზი იყო დრო, როცა ყველაფრის გჯეროდა… აწყობდი გეგმებს და დარწმუნებული იყავი, რომ …
მაშინ, როცა მხოლოდ შენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს და როცა შენი ასე ახლოს ყოფნა უკვე თავგზას მირევს. ან მაშინ, როცა დაღლილი მოდიხარ ჩემთან სახლში, რომელიც ჩემია მხოლოდ და არა “ჩვენი” – იმ იმედით, რომ სულ მალე უკვე “ჩვენს” …
ლიმნიან ჩაისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.. სიჩუმის მელოდიით აღსავსე არსებობა და ჩიტების ფიტულები ირგვლივ. და სულ ეს არის? ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვქონოდა? იმის გააზრება, რომ “ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო”… გამანადგურებელია? არ ვიცი, თუმცა… ადამიანად …