დღეს ზუსტად ისე ციოდა, როგორც მაშინ, პირველად რომ მითხარი მომწონხარო.
დღეს გვიანობამდე მეძინა, თბილი, ჭრელი წინდები მეცვა და ფილმებს ვუყურებდი.
დღეს ბევრი ცხელი ჩაი დავლიე და დოჩანაშვილის 2 მოთხრობა წავიკითხე.
ჩემი შემოდგომის საღამოები მიყვარს.
აი, ასეთები. თბილი წინდებით, ცხელი ჩაით და შენზე ფიქრებით სავსე საღამოები.
♥
Read Next
არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი …
მახსოვს, ჩემი შარშანდელი პოსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “იქნებ, 2017-ში მაინც”… პირდაპირ ვიტყვი, ბევრი რამ არ ასრულდა. ძალიან, ძალიან რთული წელი იყო ყველა ასპექტში, განსაკუთრებით ემოციურად. ეს იყო წელი სრული გარდატეხის და გადაფასების. უამრავჯერ შემეპარა ეჭვი ჩემი ნაბიჯების სისწორეში, ბევრჯერ გავრისკე და …
ჩემი მეგობარი ფოტოგრაფია. გვინდოდა მოჰიპო თემატიკა. შეარჩია, შემარჩია, დავიწყეთ. ვინაიდან ახლა შემოდგომაა და მეც შემოდგომის შვილი ვარ (უზომოდ მიყვარს ეს სეზონი), გადავწყვიტეთ ფერები ძირითადად შემოდგომის ყოფილიყო. ქვემოთ გაჩვენებთ ჩვენი შემოდგომის ფოტოსესიიდან რამდენიმე ფოტოს, თან ხომ უნდა იცოდეთ ბლოგის ავტორი როგორია …