ძლივს დავინახე მზის სხივები ამდენი ხნის მერე..
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძვლებში შეაღწია სითბომ..
თითქოს სისხლმა უფრო უკეთ დაიწყო მოძრაობა ძარღვებში..
მთელი არსებით შევიგრძნობდი მზის სხივებით გამთბარ ნიავს..
ხარბად ვიყნოსავდი გაზაფხულისსუნიან ჰაერს..
– რა სხვანაირი ჩანს ყველაფერი ამ სახურავიდან.. ადამიანები.. მანქანები.. ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ ხმა თითქოს არც აღწევს შენამდე.. მიყვარს ასე ჯდომა და ყურება..
როგორი გრძნობა მეუფლება იცი? თითქოს მე ვზივარ, გაუნძრევლად ვზივარ.. ცხოვრება კი მიდის.. უჩემოდ..
– გააჩნია რა კუთხით შეხედავ.. თუ წინ მიდის და შენ აკლდები ამ ყველაფერს, ცუდია..
გავხედე..
ჩაფიქრებული იჯდა..
– რაზე ფიქრობ?
– არაფერზე..
– მაინც?
არ მიპასუხა…
თმაში შემიცურა ხელი და შუბლზე მაკოცა..
გამეღიმა..
გაყინული მომენტი.
მის მკერდზე მიდებული თავი, მისივე გულისცემის მოსასმენად.
მის ხელში ჩაკარგული შენი ხელი.
მისი თითები შენს თმაში.
ძილი მომერია.. ყოველთვის ასე ვიცი, როცა თმაზე მეფერებიან..
თვალები დავხუჭე..
– მოდი მასაჟი გაგიკეთო – არადა არ ვიცოდი მასაჟის კეთება..
ნიავმა დაუბერა.
– მაინცდამაინც მე უნდა ვიყო საცდელი კურდღლის როლში? – გამომხედა.
– ჰო, მოდი რა, მოდი :დ
ცოტა ხანი აიტანა უხმოდ, მერე მომიბრუნდა.
– საერთოდ, მასაჟს ძლიერი და დიდი ხელები სჭირდება, შენ კი პატარა ხელები გაქვს და მაგ თითებს ლურსმებივით მირჭობ.
რა სერიოზული იყო..
ჩემ თითებს დავხედე, მაინტერესებდა მართლა გავდა თუ არა ლურსმებს.. გამეცინა.. ხმამაღლა გამეცინა..
მზე ჩადიოდა..
ძალიან, ძალიან, ძალიან თბილოდა..
ისევ თვალდახუჭული ვიჯექი და უკვე ჩამავალ მზეს ვეფიცხებოდი..
– მზე მოგეკიდა სახეზე.. – ჩაილაპარაკა და გაეცინა.
არ დავუჯერე, რა ვიცოდი, თუ გაზაფხულის მზე უცებ აშავებდა კანს..
– ცოტა ხანიც დარჩი, არ წახვიდე.. – ჩამეხუტა.
– არა, უნდა ვისწავლო..
– ისევ ინგლისური?
– არა, კანტის ანთროპოლოგია :დ
– დარჩი რა ;ს
ვაკე-საბურთალოს გზაზე მივდიოდით..
მიღიმოდა..
– რა ლამაზი ხარ ჩამავალი მზის ფონზე.. – ჩაილაპარაკა.
გავუცინე, მზის სხივებით განათებული ღიმილით..
– აი, 44 მოდის! – ხელი დავუქნიე მარშუტკას და ავხედე.
ისევ მიღიმოდა.. იცოდა, წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა, ისევ ვიჩხუბებდით ჩემი სიჯიუტის გამო,
ამიტომ ნელა გამიშვა ხელი.
ჩქარა ვაკოცე და მარშუტკისკენ გავიქეცი..
ჩვეული დამშვიდობება..
გამეცინა..
დიდ ხანს ვიღიმოდი..
ალბათ განვლილი დღის ანალიზს ვაკეთებდი და იმიტომ.. არ მახსოვს..
სახლში მისულმა სარკეში მოვკარი თვალი ჩემ ანარეკლს..
რაღაც ცვლილება შეინიშნებოდა სახეზე..
“მზე მოგეკიდა სახეზე” – გიოს სიტყვები გამახსენდა..
გამეცინა.. მართალი ყოფილა..
არაუშავს, ჩემი ღია ფერის თმა უფრო ლამაზი ჩანდა ოდნავ გამუქებული კანის ფონზე..
ანთროპოლოგია არ მისწავლია..
ბნელდებოდა..
ცა ვარსკვლავებით მოიჭედა..
მეორე დღისთვის კარგი ამინდის მაუწყებელი იყო.
Read Next
ოკეანის სანაპიროზე იზრდებოდნენ. რაც გარემოს აღქმა დაიწყეს, მას შემდეგ ახსოვდათ ერთმანეთი.. იმდენად ახლობლებად იქცნენ, ერთმანეთის გარეშე არსებობაც ვერ წარმოედგინათ. ეს არ იყო გრძნობა, რომელსაც სახელს დაარქმევდი. ეს ყველაფერი იყო. ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის. ალბათ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი უნდოდათ, გარესამყაროს …
არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი …
მერამდენედ ემალები შენ თავს? ოჰო, გამოჩნდი 🙂 მე სულ შენთან ვარ. რაღაც ვერ გხედავ – ხოლმე. ეგ შენ ვერ მხედავ. მაინც და მაინც ისეთ მომენტებში რატომ ჩნდები, როცა ყველაზე მეტად არ მსურს კრიტიკის მოსმენა? შენ გეშინია შენი თავის 🙂 ეუ… …
სწავლა იწყებოდა ^.^ ისე მიხაროდა დღეებს ვითვლიდი… რა თქმა უნდა გამიხარდებოდა, ჯერ ერთი „ოფიციალურად“ ვიწყებდი ფსიქოლოგიის შესწავლას, თან იმდენი ვიკითხე ერთი სული მქონდა ჩემ ცოდნას როდის „გადმოვაფრქვევდი“, მეორეც – თეატრი!!! მეორე ფაკულტეტად ხომ თეატრალური მქონდა არჩეული… ძალიან მიზიდავდა თეატრი …