ჩემს უნივერსიტეტში ერთი აუდიტორიაა, სადაც ყოველთვის სიხარულით შევდივარ… უფრო სწორად, ჩავდივარ… სარდაფშია. მოდით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვებით. მე ამ აუდიტორიაში მსახიობის ოსტატობა მიტარდება. პირველად, იქ რომ ჩავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწამებელ ოთახში ჩავყავდით, რადგან აუდიტორიასთან მისასვლელი გზა საკმაოდ ბნელი იყო.. …
მოიისფრო Articles.
რატომ აკეთებ ამას? სხვა გზას ვერ ვხედავ… და ეს გზა აირჩიე? ვერ ხედავ? ვხედავ… სისულელეს რომ აკეთებ მაგდენს თუ ხვდები? მართალი გითხრა არ მაინტერესებს… რა გჭირს? ეს შენ არ ხარ… შენ იბრძვი, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია… ახლა რა დაგემართა?
დაგვიანება… უბრალო სიტყვაა… არადა რა საშინელი აზრის მატარებელია… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… დავრჩით მე და შენ .. … ესა მესა გადის ესა… გავიდა… შენ იხუჭები… გავრბივარ… …
ანი : ** ვზივარ და ისევ წერილს გწერ… რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა… საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები?? იცი მე ყველაფერი წავშალე.. თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა… ამით “გავითავისუფლე” გონება… რეალურად …
შენზე რომ ვფიქრობ გული ლურჯი პეპლებით მევსება… ცოტა ხნის წინ მე და ანა ჩემი სკოლის გვერდით ვისხედით სკამზე… Placebo – Heaven Inside You -ს ვუსმენდით და ვსაუბრობდით… უცნაური რაღაც მითხრა.. შენ რომ …
დღეს შევედი Facebook-ზე და ჩემი ძმაკაცის Wall სავსე დამხვდა სხვადასხვა ლინკებით, სათაურით: „მოგონებები 105-დან“. ნოსტალგია შემომაწვა და ახლა ამ პოსტს ვწერ :დ გამახსენდა, ყოველ დღე დილიდან დაღამებამდე როგორ ვუსმენდი რადიო 105-ს, ვრეკავდი პირდაპირ ეთერში, ვამესიჯებდი, მონაწილეობას ვიღებდი გათამაშებებში და ა.შ. …
ჩვენ ტყის პირას ვცხოვრობდით, პატარა, ხის სახლში, რომელიც ნეტარებით იყო სავსე… გარშემო მხოლოდ ცისფერი ცა, ყავისფერი მიწა და მწვანე ფოთლები გვეკრა, შემოდგომით რომ ოქროსფერდებოდნენ.. .. ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით.. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და არავინ გვიყვარდა.. ჩვენ გვიხაროდა.. …
… მატარებლის გუგუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს… გარშემო ყველა ჩუმად იყო, ხმას რატომღაც არავინ იღებდა, ალბათ ისინიც ჩემ მსგავსად განვლილ დღეებზე ფიქრობდნენ… ყველა სახლში ბრუნდებოდა… ვინ იცის ვინ როგორ გაატარა ეს დრო, მაგრამ ყველა …
დღეიდან ჩემი პერიოდი იწყება <3 ჩემი შემოდგომა.. ჭკუა მეკეტება ამ ოქროსფერ სეზონზე.. რაღაც საოცარი ენერგიით ვივსები, ჩემი გაზაფხული შემოდგომაა, ამ დროს ვიღვიძებ, ამ დროს ვხდები ისეთი, როგორც არასდროს…ჩემ სახლთან გზაჯვარედინია.. ასე ოქტომბრისკენ, როცა უკვე ყველა ფოთოლი ჩამოვარდება, გზაჯვარედინი ფოთლებით იფარება… მთელ …
სოც. ქსელები