ჩუმი ფრთხიალი. სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა. ტკაც. მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის. ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი. მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ. ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი …
მოიისფრო Articles.
სულმოუთქმელად გადაკრა სასმლით სავსე ჭიქა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენეს სვამს. სასმლისგან გამოწვეულმა ჟრჟოლამ ოდნავ რომ გაუარა, დაცლილი ჭიქა ისევ გაუწოდა ალექსს. – ძალიან ბევრს სვამ, იქნებ აღარ გინდა? – ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა, დამისხი. – ამით რას …
ლიმნიან ჩაისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.. სიჩუმის მელოდიით აღსავსე არსებობა და ჩიტების ფიტულები ირგვლივ. და სულ ეს არის? ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვქონოდა? იმის გააზრება, რომ “ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო”… გამანადგურებელია? არ ვიცი, თუმცა… ადამიანად …
There is no excerpt because this is a protected post.
ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.. მართლა როგორ შევეჩვიე შენთვის დაწერილი წერილებისგან ქაღალდის ნავების კეთებას და მათი გაურკვეველი მიმართულებით გაშვებას. სიტყვების ზედმეტობა, მხოლოდ შეგრძნებები. დროის დაუნდობლად სვლა და ლოდინი, ლოდინი, ლოდინი!!! სველი ასფალტი, გაზაფხულის სუნი და მაინც ვერგამოსული მზე, ვერგაღვიძებული სიხარული და ვერშეგრძნებული …
There is no excerpt because this is a protected post.
უცნაურია, მაგრამ როცა უზომოდ გატკენენ, გრძნობ გაოცებას, წყენას.. თავიდან ცრემლების ნაკადიც უწყვეტია, ემოციები პიკს აღწევს და არ იცი, როგორ დაიცალო. თუმცა რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ უცებ, ერთბაშად გაქრა ყველა ემოცია. სწორედ ესაა უცნაური. მოკლე პოსტები არ მჩვევია, მაგრამ “Suddenly, I …
რთულია საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლება მისცე. ალბათ სიძლიერეც ყველაზე დიდ სისუსტედ იქცევა რაღაც მომენტში და ისე გაგტეხავს, შეიძლება ვეღარც შეძლო გამრთელება. როცა ყველაფერი სულს გიხუთავს, ამაოდ ცდილობ სუფთა ჰაერი იპოვო ამდენ სიბინძურეში და საბოლოოდ ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილ თევზს ემსგავსები. …
22 წლის წინ, ამ დღეს, ალბათ 19 წლის დედაჩემს პირველად აუჩქარდა გული სხვანაირად, როცა გაიაზრა, რომ ცხოვრებაში პირველად თვითონ იყო დედა და სულ რაღაც ორ თვეში მოევლინებოდა ქვეყანას არსება, რომელიც იმჟამად მასში იმყოფებოდა, ის – ვისაც უყოფდა ჰაერს და საკვებს. …
“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”. ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა. თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის. …
სოც. ქსელები