წვიმს. ამინდიც ისეთი ცივი და არეულია, როგორც ჩემი ფიქრები ახლა. უკვე 2 კვირაა ოქტომბერმა თავის მელოდიის დაკვრა დაიწყო და… ვსუნთქავ. ჩვენი ტბის პირას ვზივარ. ტანსაცმელი სულ დამისველდა, მაგრამ თითქოს ესეც სულ ერთია ახლა. როგორ ველოდი ყვითელი ფოთლების თოვას, ნაცრისფერ შეპარულ …
მოიისფრო Articles.
აივანზე დგახარ. ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში. ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში. სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი …
“ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო, რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს, ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის, შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს. შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს.” კისერზე გადებ სუსტ მკლავებს.. …
მაშინაც ძლიერად წვიმდა, როცა ოდნავ შემთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოდიოდნენ წვიმაში. – ეს ჩემი აზრია, მაგრამ შენ გეკითხები.. რა ვქნათ? ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს. – უკვე მერამდენე …
წვიმს, შავი ქოლგებია ყველგან. ხალხს ეშინია წვიმის, მუქ ფერებს აფარებენ თავს, მუქი სახეებით დადიან და მუქი ფიქრები აქვთ. მე და შენ არ გვეშინია წვიმის, შავი ქოლგების ნაცვლად ფერადი ბუშტები გვიჭირავს, ცისარტყელას ვხატავთ და ფერადად ვიღიმით. მოდი, სანამ ზამთარი თავის ფიფქებს …
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …
მე შენს წინ ვდგავარ. ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება.. დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული …
ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი… გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება. ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება. გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება. მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება. მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ. გვიმრის გასრესილი …
მოვბეზრდით მთვარესაც, სულში ჩამოთოვა. მოვბეზრდით ყველაფერს. მოვბეზრდით ცისარტყელას, ალბათ ჩვენც მოგვბეზრდა გამუდმებული მცდელობა მისი დახატვისა. მზემ მიგვატოვა, ფერებს ვერ ვარჩევთ. დაგვტოვა ღამემ, სიზმრებმა, ფიქრებს აღარ აქვთ შენი სუნი და გემო. აღარც აზრები ეხვევა სიგარეტის კვამლში, არც ჭიქა ჩაის ვუზიარებთ ჩვენ …
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები. შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება. იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის. იმ წუთას ხომ …
სოც. ქსელები